კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზადყოფნა დაადასტურა

image
  • 200
კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზადყოფნა დაადასტურა. ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს სპიკერმა განაცხადა.

ფხენიანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ვალენტინა მატვიენტომ აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დროს, აღნიშნული საკითხი განიხილა. საუბრის დროს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთში ვიზიტისთვის მზად არის.
loading...
„მან აღნიშნა, რომ ძალიან უნდა, რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სტუმრობის გადავადება არ სურს. სწორედ ამიტომ, ახლა დიპლომატები ვიზიტის დროსა და კონკრეტულ ადგილზე შეთანხმებას დაიწყებენ. ჩემთან საუბრის დროს კიმ ჩენ ინმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მისთვის ძალიან მნიშნველოვანია. რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განხილვდა აუცილებელია. ამასთან, კიმ ჩენ ინის განმავრტებით, პრეზიდენტთან რიგ საერთაშორისო გამოწვევებზე ისაუბრებს”, – განაცხადა ვალენტინა მატვიენკომ.

ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტის დროს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე მოლაპარაკებები კორეელ მაღალჩინოსნებთან გამართა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

 

loading...