"ნანუკა ყველა ბიჭს მოსწონდა უნივერსიტეტში, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა "გამარჯობასაც" კი არ ეუბნებოდა"

image
  • 892
ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ნიშნობამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ვხვდები, რომ საზოგადოება დაინტერესებულია ჩვენი ამბით, მაგრამ არაფრის გასაჯაროება არ მინდა“, – აღნიშნა ჟურნალ „თბილისელებთან” საუბარში ნანუკა გუდავაძემ.

მოდელი ნანუკა გუდავაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. „თბილისელები“ ნანუკას ყოფილ თანაკურსელსაც დაუკავშირდა. მოდელის ჯგუფელი, თორნიკე ამბობს, რომ გუდავაძეს ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა ის „ზედ არავის უყურებდა“ :

“ნანუკა არასოდეს ჰყვებოდა ოჯახის ამბებს. ლექციებს შორის შესვენების დროს, ერთ თანაკურსელ ბიჭთან ჩამოდგებოდა და საუბრობდა. თავად კარგად სწავლობდა და ის ბიჭიც საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული იყო. ერთად განიხილავდნენ ლექციების ამბებს. რაიონებიდან და სოფლიდან ჩამოსულ სტუდენტ ჯგუფელებთან კონტაქტი არ ჰქონდა.

ზოგადად, უნივერსიტეტში ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა, „გამარჯობასაც“ კი არ ეუბნებოდა. თავისებური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ არ ვამტყუნებ – ნანუკა ძალიან ლამაზი, გამორჩეული და დახვეწილი გოგოა და იცის თავისი ფასი, ამიტომ ბიჭები ვერც ეკარებოდნენ” – ამბობს გუდავაძის ჯგუფელი.
loading...
წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერს გავრცელდა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილმა თავად დაწერა. “და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი” – დაწერა ბერამ და ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.

„2020 NEWS“- ისთვის ცნობილი გახდა, რომ მილიარდერის ოჯახი ქორწილისთვის ემზადება, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება.

 

loading...