Загрузка...
Загрузка...

ამერიკაში ბიჭმა გოგოს ტუჩზე უკბინა, რათა შემდეგი შეყვარებულისთვის „ნიშანი“ დაეტოვებინა

image
  • 1 250
სამხრეთ კაროლინაში, 21 წლის ბიჭმა 17 წლის გოგოს ტუჩზე ისე უკბინა, რომ გოგოს ექიმებმა ნაკერები დაადეს. ამ შემთხვევის შესახებ გოგომ ერთი წლის შემდეგ საჯაროდ მოჰყვა და მაშინდელი ფოტოებიც გაასაჯაროვა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

კაილა ჰეისის თქმით, ბიჭი ემუქრებოდა, რომ ის მისი საკუთრება იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ გოგო ბიჭს ისევ შეხვდა, რათა სანამ აშშ-ის საზღვაო ფლოტში სამსახუროდ წავიდოდა, "შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა მიეცა", თუმცა ბიჭი უფრო უხეში გახდა რაც გაიგო, რომ კაილა მასთან დაბრუნებას არ აპირებდა.

ბიჭმა გოგოსთვის კოცნა დააპირა, მაგრამ როდესაც კაილა გაუძალიანდა, ბიჭმა მას ტუჩზე უკბინა, რათა გოგოზე "შემდეგი შეყვარებულისთვის" დაღი დაესვა.

საბოლოოდ, ბიჭი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კაილას კი დღეს ახალი შეყვარებული ჰყავს.
loading...

 

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...