მერსედესის ელექტრო ქროსოვერი ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდება

image
  • 246
მერსედესი ელექტრომობილების ბაზარზე უმნიშვნელო წილითაა წარმოდგენილი, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. ელექრომობილების ინდუსტრია მაზრდია და ავტოწარმოების გიგანტი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენას არ აპირებს.

შვედეთში გამართულ ჩვენებაზე მერსედესმა 4X4-ზე წამყვანი თვლებით ქროსოვერის კლასის ელექტრომიბილი წარადგინა. მისი წარმოება EQ ხაზის ქვეშ მოხდება დაგაყიდვები 2020 წლიდან დაიწყება. EQ ხაზი ელექტრომობილებს ეკუთვნის მისი კიდევ ერთი პროტოტიპი კომპანიამ ივნისში წარადგინა.


TESLA model X-ის მსგავსდად, მერესედესის მიერ წარდგენილი მოდელიც, სდანტარტული ელექტრომობილისგან განსხვავებით გაბარიტებში და სიჩქარეში შეზღუდული არ არის. სრულყოფილი ქროსოვერი ტყავის სალონით, საკმაოდ დიდი, ბევრისთვის ზედმეტადაც დიდი სენსორული ეკრანით და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი. 402 ცხენისძალიანი ელექტროძრავი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.9 წამში უზრუნველყობს, რაც მსგავსი კლასის ავტომობილეისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
loading...
 
ელქტრომობილებს 2 მნიშვნელოვანი მახასიათებელი გააჩნიათ დამუხტვის დრო და გარბენი. მერსედესის ახალი მოდელის 90%-ით დამუხტვას 40 წუთი დასჭირდება. საშუალო გარები 450 კილომეტრია. ამ მაჩვენებლით, მის სავარაოდოდ ყველაზე დიდ კონკურენტს TESLA model X-ს 100 კილომეტრით ჩამორჩება, მაგრამ გასათვალისწინებელია წარმოების და სარეალიზაციო ადგილიც. გერმანიაში და ზოგადად ევროპაში ყოველდღიურად ავტომფლობელი გაცილებით ნაკლებ მანძილს გადის ვიდრე აშშ-ში. ტესლას უამრავი ფანი ჰყავს და მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, ლოაიალური მომხმარებლის რაოდენობას არც მერესედესი უჩივის, რასაც საუკუნეზე მეტხნოვანი ისტორიაც ემატება.


ელექტრომობილების წარმოება ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ავტოწარმოებასთან ერთად დაიწყო. მაგრამ მალევე უდიდესი ნავთოკომპანიების ლობის, იაფი ნავთობის და დაბალი ელექტროფიკაციის გამო წარმოებამ დიდი პაუზა გააკეთა. დღეს ელექტრომობილების გაყიდვები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მაგრამ მათი წილი ბაზარზე 0.5%-ზე ნაკლებია. მიმდინარე წელს მოსალოდნელია დაახლოებით 1.5 მილიონი ერთეულის გაყიდვა. ყველაზე პოპულარულ მოდელად დღემდე NISSAN LEAF რჩება რომელიც 2011-2017 წლებში 303 000 გაიყიდა, მასთანაც კონკურენციის ყველაზე დიდი შანსი TESLA model 3-ს გააჩნია, რომელმაც შტატებში მიმდინარე წელს გაყიდვებში პირველი ადგილი აჩვენა.

 

loading...