"ერთი კვირის წინ დამირეკა..." - რას წერს ნოდიკო ტატიშვილი გარდაცვლილ დიტო ტატიშვილის შესახებ

image
  • 15 756
მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი დიდ დიღომში გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილზე წერს. ახალგაზრდა მამაკაცმა სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"ეს ბიჭი დიტო ტატიშვილია! გუშინ უპოვიათ გარდაცვლილი!
დაუჯერებელი
ამბავია!
ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით 3 წლის წინ, გადამეხვია, ჩამეხუტა, მეც ტატიშვილი ვარო, ვისაუბრეთ ბევრი.
ძალიან თბილი, წესიერი და დადებითი ადამიანი იყო.
მას შემდეგ იშვიათად, მაგრამ ვკონტაქტობდით ხოლმე.
1 კვირის წინ დამირეკა, მის ახალ მაღაზიაზე მიყვებოდა, საუკეთესო განათების აქსესუარები მაქვს და თუ რამე დაგჭირდეს შენს გვერდით მიგულეო!
ეს ის ბიჭია, ამ
ზაფხულს, როცა ძალიან ცხელოდა, მისი უბნის ბავშვებს სიურპრიზად ბასეინი რომ დაუდგა ეზოში!
ნათელში იყოს მისი სული!
ძალიან დამწყდა გული!"- აცხადებს მომღერალი.
loading...
დიღომში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი დიმიტრი ტატიშვილის გარდაცვალების შესახებ "ნიუპოსტმა" ახალი დეტალების გარკვევა შეძლო.

როგორც ტატიშვილის მეგობარი ყვება, მამაკაცს ერთი ჭრილობა, გულში აქვს მიყენებული.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.

დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას ორი თვის წინ თავი განსაკუთრებული ქცევით დაამახსოვრა, მან დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა.

ახალგაზრდა კაცს მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

loading...