15 წლის გოგო, რომელსაც რუსთავში დღეს დილიდან ეძებდნენ იპოვეს

image
  • 1 274
რუსთავში დაკარგული  15 წლის გოგო, რომელსაც  დილიდან პოლიცია ეძებდა  მეგობართან იპოვეს. ამის შესახებ პრაიმტაიმს გოგონას ახლობლებმა აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახმა პოლიციას დღეს მიმართა.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

ასევე ახლობლების ცნობით, გოგონამ გაუჩინარებამდე წერილი დატოვა.

პრაიმტაიმს დაკარგული გოგონას ახლობლები უყვებიან, რომ ბავშვი ბებიასთან ერთად ცხოვრობს, დედა კი საზღვარგარეთ იმყოფება.

ახლობლების გადმოცემით, გოგონას გადაწყვეტილების მიზეზი სავარაუდო ბულინგია, ვინაიდან მან წასვლის წინ წერილი დატოვა.
loading...
წერილი დაუტოვა ბებიას. წერს, რომ მომბეზრდა ყველაფერიო. სავარაუდოდ, ბავშვს ფსიქოლოგიურად პრობლემები აქვს თანატოლებთან, რადგან ფიზიკურად იწუნებდა საკუთარ თავს და წერს, რომ თითქოს მსუქანი ვარო. ბავშვია, შეიძლება ვინმემ რამე უთხრა ისეთი ამის გამო და მეტი რა უნდა ამ ასაკის ბავშვს - გვიყვება დაკარგული მოზარდის ერთ-ერთი ახლობელი.

 

loading...