რატომ შავდება ვერცხლის სამკაული? - ამის მიზეზი ყველა ქალმა უნდა იცოდეს

image
  • 792
ნუთუ ამის მიზეზი ჯადოა, თუ მეცნიერული ახსნაც მოეძებნება?

თუ სამკაულის მხოლოდ გარკვეული ნაწილი შავდება და არა მთლიანად, ეს იმის დასტურია, რომ ლოკალური დარღვევებია ენდოკრინულ სისტემაში.

ნებისმიერ შემთხვევაში არ ღირს პანიკაში ჩავარდნა. გარეცხეთ ვერცხლის სამკაული და თვალი მიადევნეთ მისი ფერის ცვლილებას. ამ პერიოდში არ გაიკეთოთ ის სპორტდარბაზში, საუნაში ან აბაზანაში, და არც აუზზე. თუ ნაკეთობა გაშავებას გააგრძელებს, მაშინ კომპლექსური გამოკვლევა ჩაიტარეთ.

loading...
კითხვაზე: რატომ შავდება ვერცხლი, მკითხავ-მჩხიბავები გიპასუხებენ, რომ ეს არის ჯადო. როგორც ცნობილია, ამ მეტალს ანტიბაქტერიული თვისებები ახასიათებს და სწორედ ამიტომაც სარგებლობს დიდ პატივით ვერცხლის დანა-ჩანგალი. თუ ის ბეჭედი გაშავდა, რომელიც მუდამ ხელზე გიკეთიათ, გეტყვიან, რომ ბედი ჩაგეკეტება და გაუთხოვრობა გემუქრება. თუ საყურეები გაგიშავდათ, ეს ნიშნავს, რომ გათვალული ხართ. აი, ნათლობის ჯვარი თუ გაგიშავდა, ეს უკვე კარგს აღარაფერს გიქადით და უბედურებისთვის მოემზადეთ.

მაგრამ ამ ყველაფერს აქვს მეცნიერული ახსნაც. ვერცხლის ნაკეთობების უმრავლესობა სპილენძს შეიცავს, რომელიც ტენიატობისა და სუფთა ჰაერის ზეგავლენით იჟანგება. ამ კეთილშობილ ლითონზე წარმოიქმნება ნადები, რომელიც დროთა განმავლობაში მყარდება. ოღონდ ამ ნადების წარმოქმნის პროცესი სხვადასხვანაირია და ის დამოკიდებულია წყალთან კონტაქტის სიხშირეზე, კლიმატის ცვალებადობაზე, ტენიანობაზე. სამკაულების ვიზუალზე ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებიც მოქმედებს.

პანიკაში ჩავარდნას სჯობს, გავაანალიზოთ, რატომ ხდება ასე. შეიძლება ამის მიზეზი ცოტა ხნით ადრე გადატანილი სტრესიც იყოს, ან ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც გოგირდს შეიცავს, ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.

ვერცხლის ფერის შეცვლა, როგორც გაშავება, ისე გათეთრება, შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელების მუშაობის პროცესის დარღვევით, ასევე ნერვული სისტემის პრობლემებით.

 

loading...