მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

image
  • 2 085
 
ვერძი – რთული, ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით, ადვილად გაღიზიანდებით და შესაძლოა გახდედ ავადაც. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ფინანსების განკარგვისას, არ ღირს გარისკვა, კაპიტალის დაბანდება და ფულის ფუჭად ფლანგვა, რადგან მოულოდნელი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ ვიდრე შემოსავალი. მართალია, სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში, მაგრამ უმჯობესია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. შეგიძლიათ თამამად დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, თუმცა მოვლენების ცვლასთან ერთად მზად უნდა იყოთ აზრის სწრაფად შეცვლისთვისაც. ნაკლებად სასიკითო კვირაა მოგზაურობისთვის, ახალი საქმის დასაწყებად და სამსახურის მოსაძიებლად.

კურო 
– მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა სწორედ თქვენი დროა! გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევას. თუმცა, დედამიწის ნეგატიურ ენერგიველში გადასვლით თქვენც შეგექმნებათ გარკვეული პრობლემები. მოერიდეთ ახლობლებთან, კოლეგებთან ფინანსურ საკითხებზე დავას და საქმის გარჩევას. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას და პროფესიული წინსვლის შეფერხებას. ამასთანავე, აუცილებლად თავი უნდა შეიკავოთ იდეების გახმოვანებისგან, რადგან ბევრი ვერ შეძლებს მათ სწორად გაგებას.

ტყუპები
– საკმაოდ პრობლემური კვირაა. დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ თავშეკავება, მაქსიმალურად აკონტროლეთ აგრესია და გაღიზიანება, რათა გარშემომყოფთა პროვოკაციების ფონზე თავიდან აიცილოთ არასასურველი კონფლიქტები და დაპირისპირება. პრობლემები გელით ფინანსური თვალსაზრისითაც, მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და ფულის უყაირათოდ ხარჯვას, რადგან სწორედ გაუთვალისწინებელი ხარჯები შეგიშლიან ხელს წინსვლასა და განვითარებაში.

კირჩხიბი – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ სწორედ ახლა შეგახსენებენ თავს ძველი შეცდომები, გარშემომყოფები კი, ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას. გამოიჩინეთ თავშეკავება და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები როგორც საქმიან ისე სასიყვარულო პარტნიორებთან,  რათა  კრიტიკისა და პრეტენზიების მიუხევადავდა, მაინც შეძლოთ კონფლიქტების და დაპირისპირებების თავიდან აცილება.

ლომი – საკმაოდ პრობლემური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და თავი შეიკავეთ პრეტენზიების გამოთქმისგან, განთავისუფლდით ილუზიებისგან და ობიექტურად  შეაფასეთ მიმდინარე მოვლენები, რადგან აუხდენელი სურვილები მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. არაა გამორიცხული პრობლემები შეგექმნათ სამსახურში, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რაც სერიოზულად გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას, ცხოვრებით და საკუთარი მოქმედებით უკმაყოფილება და დეპრესიის მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ თავშეკავება და მეტი მოთმინება, რათა არ დაამძიმოთ ისედაც რთული სიტუაციაა.

ქალწული – დინამიური, თუმცა საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა თქვენც შეგიქმნით გარკვეულ პრობლემებს. ურთიერთგაგების შემცირების და ინტერესთა დაპირისპირების ფონზე დაიძაბება ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, არაა გამორიცხული უარი მიიღოთ ძველი შეთანხმებების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე. გამოიჩინეთ თავშეკავება და მოთმინებით მოისმინეთ კოლეგათა კრიტიკა, რადგან მათთან კონფლიქტი პირველ რიგში თქვენს პროფესიულ განვითარებას შეუშლის ხელს.
loading...
სასწორი – ცვალებადი და საკმაოდ მძიმე კვირაა. ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად მოგიწევთ მოულოდნელ ცვლილებებს სწრაფად მორგება, გარისკვა და გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება, საკუთარი ინტერესების, თავისუფლად მოქმედების უფლების დაცვა კი, კოლეგებთან დაპირისპირებას გაიძულებთ.  გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, აკონტროლეთ გამონათქვამები და მოერიდეთ გარშემომყოფთა კრიტიკას, რათა თავად არ გახდეთ უსიამოვნებების მაპროვოცირებელი.

მორიელი – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ შეგექმნებათ სერიოზული ფინანსური პრობლემები, რადგან არ გაამართლებს რისკი და დამატებითი შემოსავლის მიღების ნაცლად მხოლოდ იზარალებთ. აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავდაჭერა გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რათა უკმეხი გამონათქვამებითა და უხეირო ხუმრობებით არ შექმნათ უხერხული სიტუაცია, რომელიც აუცილებლად სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდება.

მშვილდოსანი – ნაკლებად შედეგიანი კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით, გაგიჭირდებათ პრაგმატულად მოქმედება, ინტელექტუალური პოტენციალის, ენთუზიაზმის გამოვლენა და წინასწარ დაგეგმილი საქმეების შესრულება, რაც გაღიზიანებას გამოიწვევს და დიდი ხნით გაგიუფუჭებთ განწყობას. თქვენი სისუსტით ისარგებლებიან პარტნიორები, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ ინიციატივას და მათ სურვილებს მორგებას გაიძულებენ, რაც სერიოზულად დაძაბავს თქვენს შორის ურთიერთობას.

თხის რქა – საკმაოდ რთული და დატვირთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ მოგიწევთ უამრავი გადაუდებელი საქმის ერთდროულად შესრულება, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს გუნება-განწყობაზე, გამოიწვევს აგრესიას და გაღიზიანებას. გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება და პერსპექტიული შანსების გამოყენება, რასაც პარტნიორთა ზეწოლა და მათი მოთხოვნების იძულებით შესრულებაც დაემატება.

მერწყული – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია, მოულოდნელად მოგიწევთ გეგმების შეცვლა, მაგრამ სწრაფად ადაპტირების უნარის წყალობით მარტივად შეძლებთ სირთულეების დაძლევას. არაა გამორიცხული საკუთართან ერთად ოჯახის წევრთა პრობლემების მოგვარებაც თქვენ მოგიწიოთ, რაც საკუთარ ინტერესებზე უარის თქმას გაიძულებთ. გამოიჩინეთ მოთმინება და მოერიდეთ პრეტენზიების გამოთქმას, რათა თავიდან აიცილოთ ახლობლებთან კონფლიქტი და დაპირისპირება.

თევზები
– კონფლიქტური, ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, საინტერესო კავშირების გაბმას და ნაცნობთა წრის გაფართოვებას, მაგრამ უსიამოვნებები შეგექმნებათ ახლობლებთან ურთიერთობაში, რაც სერიოზულად გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას. არაა გამორიცხული სწორედ ახლა გაგიხსენონ კოლეგებმა შეუსრულებელი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ მოგთხოვოთ მათი შესრულება, რაც თქვენს უკმაყოფილებას გამოიწვევს და მათთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეცდომაში შეყვანას.

 
გეომაგნიტური დღეები – 1, 4 და 5 მაისი.

 

loading...