არსებობს თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე - საგარეო უწყების განმარტება

image
  • 341
ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლას 18 თვით შეაჩერებენ არის უბრალოდ ექსპერტის მოსაზრება.

„ეს არის უბრალოდ ექსპერტის მოსაზრება, რომელიც აღწერს ჩვეულებრივ პროცედურებს თუ შეჩერების მექანიზმი დადგება, მაშინ პირველ ეტაპზე 18 თვით შეუჩერებენ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს თუმცა, საქართველოს სახელმწიფო მიმართავს ყველა ზომას იმისათვის, რომ ეს მოცემულობა არ დადგეს. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა, რომელიც შეინიშნება ევროპის რამდენიმე ქვეყენაში და გადავდგათ პრევენციული ზომები, რათა ეს მაჩვენებელი მაქსიმალურად შემცირდეს. სწორედ ამაში გვჭირდება საზოგადოების თანადგომა და ისინი გაუფრთხილდნენ ამ ვიზალიბერალიზაციის მონაპოვარს და რეალურად გამოიყენონ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში დანიშნულებისამებრ და არა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
loading...
ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია და ხელისუფლების განცხადებები შიშის გაჩენას არ ემსახურება. ექსპერტის ინფორმაციით, ესპანეთის და საფრანგეთის შემთხვევებში შეჩერების მექანიზმის სამართლებრივი საფუძველი უკვე არსებობს.

„თუ ავიღებთ მაგალითად, საფრანგეთს, 2017 წელს 2700-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 6900-მდე გაიზარდა. ანუ 100%-იანი ზრდაა და მას თავისუფლად შეუძლია ამ მექანიზმის გამოყენება. ბოლო პერიოდში ასეთივე პრობლემა აქვს ალბანეთს. დაახლოებით 4 დღის წინ ამ საკითხზე მსჯელობა ნიდერლანდებმა დაიწყო. რაც შეეხება პროცედურებს, ინიციატორი ქვეყანა ამ საკითხს ევროკომისიასთან წამოაყენებს, აფასებენ სიტუაციას, რამდენად არის ის შიშები და საფრთხეები რეალური, ხდება გადამოწმება, რამდენად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, შემდეგ დგება დოკუმენტი და იწყება კენჭისყრა. თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, პირველ ეტაპზე 18 თვით შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას, შემდეგ დააკვირდებიან სიტუაციას, თუ დამაიმედებელი ნიშნები არ იქნება, შემდეგ 27 თვემდე გრძელდება, ბოლოს კი უკვე „შავი ქვეყნების“ სიაში ვიქნებით, ამის შემობრუნება კი ძალიან რთული იქნება“, - ამბობს ექსპერტი ვანო ჩხიკვაძე.

24 აპრილს, თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსს ინფორმაცია მიაწოდა, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად.

 

loading...