ბრინჯი შეიცავს დარიშხანს, რომლის დიდი დოზა სიკვდილს იწვევს - უნდა ამოიღოთ თუ არა რაციონიდან?

image
  • 1 376
ბრინჯიც შესაძლოა კიბოს წინაპირობა გახდეს. თვითონ ბრინჯი სასარგებლო ბურღულეულია, თუმცა ის ხშირ შემთხვევაში დარიშხანს შეიცავს.
დარიშხანი - რუხი, მეტალისფერი ქიმიური ელემენტი, თვითნაბადად არსებობს ბუნებაში. მისი დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა იწვევს სიკვდილს. ნიადაგსა და წყალში დარიშხანის სიჭარბემ შესაძლოა ადამიანებში ენდემურ ჩიყვი გამოიწვიოს, რადგან ის ფარისებრ ჯირკვალში გროვდება.
loading...
დარიშხანი ასევე მიეკუთვნება კანცეროგენების პირველ კატეგორიას, რომელიც კიბოს განვითარების მაღალი რისკის ჯგუფშია. ყველაზე ხშირად ის კანის, შარდის ბუშტისა და ფილტვის კიბოს იწვევს. ქუინსის უნივერსიტეტის მეცნიერები 20 წელია ბრინჯს იკვლევენ და ამ ხნის მანძილზე შემოწმებული ბრინჯის ყველა ეგზემპლარი არაორგანულ დარიშხანს შეიცავდა. სწორედ არაორგანული დარიშხანი წარმოადგენს დიდ საფრთხეს. გარდა ამისა, ბრინჯში ბევრი სახამებელია, სახამებელი კი, როგორც იცით, აძლიერებს კანცეროგენების მავნე მოქმედებას. ჩნდება კითხვა, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უნდა ამოიღოს თუ არა მომხმარებელმა რაციონიდან ბრინჯი. რა თქმა უნდა, არა. გამოსავალი არსებობს. პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ მრგვალი და გამჭვირვალე ბრინჯი, რადგან კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ასეთ პროდუქტში შედარებით ნაკლები დარიშხანია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბრინჯის მოხარშვის ტექნოლოგიაა. იმისთვის, რომ ბრინჯიდან 80 პროცენტი დარიშხანი გამოვიდეს, საჭიროა, ის რაც შეიძლება ბევრ წყალში მოხარშოთ. 100 გრამი ბრინჯის მოსახარშად ერთი ლიტრი წყალი დაგჭირდებათ, შესაბამისად, 1 კილოგრამი ბრინჯისთვის - 10 ლიტრი წყალი. უმჯობესია, თუკი ხარშვისას მას ერთხელ მაინც გამოუცვლით წყალს. ასეთი მოქმედებით მისგან დარიშხანის დიდი ნაწილიც და სახამებელიც გამოვა.

 

loading...