"ეშმაკები მყავდა და თავში მირტყამდნენ... არ მინდა გასამართლება, არავინ მომიკლავს" - რა თქვა 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე

image
  • 3 595
თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­ სა­სა­მარ­თლო­ში 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 85 წლის მა­მა­კა­ცის საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბა. პრო­ცე­სის და­წყე­ბი­სას, მო­სა­მარ­თლის აცი­ლე­ბის სა­კითზ­ზე, ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მო­სა­მარ­თლე თა­მარ კა­პა­ნა­ძი­სა და მის წი­ნა­აღდმეგ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა აქვს.

მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლის შუ­ამ­დგმლო­ბა, აცი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს.

"ეშ­მა­კე­ბი მყავ­და, ეშ­მა­კე­ბი, თავ­ში მირ­ტყამ­დნენ რა­ღა­ა­ცებს. მე არ გავ­სა­მარ­თლდე­ბი. არ მინ­და გა­სა­მარ­თლე­ბა. მე იმ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი, რა უნდა მო­მი­სა­ჯონ. არ მო­მი­კავლს არა­ვინ. შე­მახ­ვედ­რონ პი­რის­პირ ის ადა­მი­ა­ნე­ბი და პო­ლი­ცია, ვინც ამ­ბობს, რომ ია­რაღს ვის­რო­დი და ხალ­ხის ვხო­ცავ­დი" - გა­ნა­ცხა­და ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ.

85 წლის მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით 236-ე მუხ­ლი და­ე­მა­ტა, რაც გუ­ლის­ხმობს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას.
loading...
შე­გახ­სე­ნებთ, რომ 3 მა­ისს, სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 85 წლის მა­მა­კაც­მა შვი­ლი, რძა­ლი და ორო მე­ზო­ბე­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა,76 წლის ცოლი კი დაჭ­რა. 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა.

 

loading...