ცოტა ხნის წინ თბილისში სარეცხის დაფენვის დროს მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა

image
  • 9 306
უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში - პეკინის ქუჩის 41-ე ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა.

მეზობლების განცხადებით, 45 წლამდე ასაკის ქალბატონი სარეცხს ფენდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და აივნიდან გადმოვარდა.
loading...
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

 

loading...