" გამარჯობა ნანუკა, მე აფხაზეთში ვცხოვრობ. 3 წლის ბიჭი და 6 თვის გოგო მყავს. ძალიან მინდა საბავშვო წიგნები, მხოლოდ ერთი ქართული საბავშვო წიგნი აქვთ და სამი რუსული..

image
  • 1 064
loading...
" გამარჯობა ნანუკა, მე აფხაზეთში ვცხოვრობ. 3 წლის ბიჭი და 6 თვის გოგო მყავს. ძალიან მინდა საბავშვო წიგნები, მხოლოდ ერთი ქართული საბავშვო წიგნი აქვთ და სამი რუსული..

არაფერს არ გთხოვთ, მხოლოდ წიგნები მინდა. არ მინა ჩემი შვილები რეალობას ჩამორჩნენ.." - ნაწყვეტი წერილიდან, რომელიც ნანუკას შოუს მაყურებლისგან მივიღეთ აფხაზეთიდან.

პირველი რაც გავაკეთე, ამ ადამიანის მისამართი ჩავიწერე და ბევრი არ მიფიქრია რომ მათთვის საბას წიგნები უნდა გამეგზავნა. სახლში მივედი თუ არა, გადმოვალაგე ყველა ქართული საბავშვო წიგნი და გავაგზავნეთ ჩვენთვის დახურულ ზონაში, აფხაზეთში.. კარგა ხანს არ ვიცოდი ჩააღწევდა თუ არა ადრესატამდე ჩემი და საბას გზავნილი, რომელსაც ჩემთვის აუხსნელი სიყვარული გავატანე..

რამდენიმე კვირის შემდეგ წერილი მივიღე: ნანუკა, დღეს როგორც იქნა ჩამოვიდა თქვენი წიგნები. ძალიან გაიხარა პატარამ, ძალიან მოეწონა. დიდი მადლობა. იმედი აღარ მქონდა. მიყვარხართ "  <3

ხვალ სოხუმის დაცემიდან ზუსტად 26 წელი შესრულდება..

 

loading...