რატომ გაჩნდა ქართულ დედაენაში ჩინური და ირანული წარწერები? - სახელმძღვანელოს ავტორის განმარტება

image
  • 3 524
"განათლების სამინისტრომ კეთილი ინებოს და დაბრუნოს იაკობ გოგებაშვილის დედაენა და ყველა შტერის დაწერილი წიგნებით ნუ ამეცადინებენ ბავშვებს", "დახიეთ და გადაყარეთ, ბავშვები არ გაუშვათ სკოლაში, რაღაც მოიმოქმედეთ, ხალხო, როგორ ყველაფერს ეგუებით", "ღმერთო გვიშველე, ცოტა ხანში ქართულად ლაპარაკსაც აგვიკრძალავენ... " - ეს კომენტარები სოციალურ ქსელში დედაენის სახელმძღვანელოს განხილვას მოჰყვა. კონკრეტულად კი გამომცემლობა "დიოგენეს" მიერ გამოშვებულ სახელმძღვანელოში მოქალაქეები უცხოურ წარწერებს აპროტესტებენ, რომელიც წიგნის ერთ-ერთ გვერდზეა დატანილი.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოს თანაავტორს მაია ხაზურს დავუკავშირდით:

-როდის შეიქმნა ეს სახელმძღვანელო?

- ეს არის აპრობირებული და კარგ შედეგებზე გათვლილი სახელმძღვანელო, რომელიც ათი წლის წინ გამოიცა პირველად. გარკვეული მოდიფიცირება მოვახდინეთ, შევუსაბამეთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მაგრამ შევინარჩუნეთ ის კონცეფცუალური ხაზი, რაც ათი წლის წინ იყო.

- რომ დავაზუსტოთ, ათი წლის წინ ეს სახლმძღვანელო ზუსტად ასეთივე წარწერებით ისწავლებოდა?

-დიახ, დედაენა ამ წიგნით ისწავლებოდა ძალიან ბევრ სკოლაში და ეს სახელმძვანელო იყო იმ მასწავლებლების მოწონებული, რომლებიც იყენებდნენ მას, როგორც სასწავლო სახელმძღვანელოს. ყველა დეტალი ახსნილია მასწავლებლის წიგნში. ჩვენ ელექტრონული ვერსიაც კი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ნებიმიერ დაინტერესებულ პირს ენახა, თუ რა თემას ეძღვნება კონკრეტული გვერდი და რა სახის ინფორმაცია მიეწოდება მოსწავლეს. კონკრეტულად კი იმ გვერდზე გავამახვილეთ ყურადღება, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი ატყდა.
-თუ შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველსაც გაუმხილეთ თუ რა მიზანს ემსახურება უცხოენოვანი წარწერების განთავსება?
loading...
-მანამ, სანამ კონკრეტულ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, პატარა შესავალს გავაკეთებ. სახელმძვანელოში თავს იყრის თემები, მაგ. ოჯახზე, ცხოველებზე და ა.შ. აღნიშნული თემები სრულდება თემით - "დედამიწა ჩვენი სახლია“. სწორედ ამ თემის ნაწილია გვერდზე განთავსებული უცხოენოვანი წარწერები. მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში ბავშვებს უხსნის, რომ მსოფლიოში არსებობს 14 დამწერლობა და მათ შორის არის ქართული, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. გამომდინარე გვერდის სტანდარტებიდან,  ყველა დამწერლობა ვერ განთავსებოდა.

-რა ნიშნით შეარჩიეთ ის დამწერლობები, რომლებიც სახელმძღვანელოშია?

-რამდენიმე ნიმუში გამოვიტანეთ და აგიხსნით, რატომ. დამწერლობები განსხვავდება ერთმანეთისგან გრაფიკული ნიშნით, ასევე აქვთ მიმართულება განსხვავებული, ზოგი იწერება მარჯვნიდან მარცხნისაკენ, ზოგიც პირიქით. ზოგი იწერება ზემოდან ქვემოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩინური დამწერლობა იმიტომ შევარჩიეთ, რომ ის ერთ-ერთ უძველესია დამწერლობას შორის, თან არის იეროგლიფური. აქცენტები აღმოსავლური ენების დამწერლობაზე იმიტომ გავაკეთეთ, რომ უძველესი დამწერლობა აქვთ. რაც შეეხება სომხურ და აზერბაიჯანური ენებს, ჩვენ მათთან ერთად ვართ კავკასიელები, თან ეროვნული უმცირესობებით არიან ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი და ამიტომ გადავწყვითეთ მათი დამწერლობაც ყოფილიყო კონკრეტულ გვერდზე. მასწავლებლის წიგნში, რითაც პედაგოგმა უნდა იხელმძღვანელოს, განმარტებულია, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ყოველივე. ბავშვი პატაროებიდან უნდა შეეჩვიოს იმას, რომ მის გარშემო იქნებიან სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. მე მასწავლებელი ვარ და კაცთმოძულე მოსწავლეს ვერ გავზრდი. ამ წიგნზე ატეხილი აჟიოტაჟი დამწერლობების გამო აბსურდია. წიგნში ყველაფერი ჭეშმარიტად ქართულია. თემის განხილვისას ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან რელიგიით, ეთნოსით, დამწერლობით, თუნდაც ჩაცმულობით. სამინისტროდანაც არის მოთხოვნა, რომ ამ სახის ინფორმაცია ბავშვებს უნდა მივაწოდოთ. თუმცა განვმარტავ, რომ სახელმძღვანელოს იმ გვერდზე, რომელზეც ატყდა აჟიოტაჟი სოციალურ ქსელებში, აქცენტი არის გაკეთებული დამწერლობებზე.

 
წყარო

 

loading...