"ვაიმე, ხალხო, მეშინია" - ნიაღვარში მოცურავე ტრანსპორტი სანზონაში - ავტობუსში წყალი შევიდა

image
  • 985
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112 -დან თბილისში, უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ დატბორვის ფაქტებზე 90-მდე შეტყობინება შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებმა ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შესაბამისი დახმარება გაუწიეს მოსახლეობას.

შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად, დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა.

ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
loading...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

ამ დროისთვის, თბილისის ყველა უბანში ვითარება სტაბილურია.

კადრებს სანზონიდან დიანა კვიციანი ავრცელებს.

 

loading...