"სად წაიღე ჩემი თირკმელი, მე არ მაქვს, გამეცი ერთი პასუხი..." - ინციდენტი სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე

image
  • 15 778
თირკმელი არ მაქვს, სად არის ეს თირკმელი?” – ამ სიტყვებით მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს ყულიშკარში შეხვედრაზე ადგილობრივმა აჩიკო ქაქუთიამ, თუმცა მიზეზის დაკონკრეტება, თუ რატომ სურდა აღნიშნულზე პასუხის მიღება სანდრა რულოვსისგან, ვერ შეძლო. პოლიციამ ის შეხვედრის ადგილიდან გაიყვანა.
“მინდა, რომ კითხვა დავუსვა, არ შეიძლება? რატომა რ მიშვებთ? თირკმელი არ მაქვს, სადაა ეს თირკმელი? რატომ არ ჩამიყენეს. გერმანიაშიც ვიყავი სტენტი გამიკეთეს და ყველა დოკუმენტი და დასკვნა მაქვს. მაინტერესებს, რატომ არ ჩამიყენეს თირკმელი?” – თქვა სანდრა რულოვსის დაცვასთან სიტყვიერი დაპირისპირებისას ქაქუთიამ.
loading...
აჩიკო ქაქუთიას მცდელობამ, კითხვებზე მიეღო პასუხი, შეხვედრაზე მისული ადგილობრივების გაღიზიანება  გამოიწვია და ყულიშკარში ქაქუთიასა და სანდრას მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...