წამოდი თელავში

image
  • 170

 ხელოვნების საზაფხულო სკოლა თელავში

მოძრაობა „წამოდი თელავში“, რომელიც დუტა სხირტლაძემ და ტორესა მოსიმ დააარსეს, წელს 17-დან 30 ივნისის ჩათვლით, 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, თელავში საზაფხულო სკოლას აწყობს.

რა გელოდება საზაფუხლო სკოლაში?

პროფესიონალი მასწავლებლებისა და ლიდერების გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეების ორკვირიან დასვენებას და გაუძღვება სპეციალურად ამ სკოლისთვის შექმნილ სასწავლო კურსს. ასევე გელოდება ექსკურსიები, ღირსშესანიშნაობების გაცნობა, სპორტული აქტივობები, შემეცნებითი თამაშები, ზომიერად ექსტრემალურ გართობა და დიდი ლაშქრობა ცივის მთაზე.

ვინ იქნებიან მასწავლებლები და ტრენერები?
ჩვენი სკოლის მასწავლებლები იქნებიან: დათო ტურაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი უშიკიშვილი, დუტა სხირტლაძე, ბახვა ბრეგვაძე, ტორესა მოსი, ლადო აფხაზავა, გიორგი პირადაშვილი, ლევან ბახია, ნინო შენგელია, ნიკოლოზ კირკიტაძე, მარინა ნაცვლიშვილი, სოფო გორგაძე, გიორგი ურჩუხიშვილი, ფიქრია ყუშიტაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი (უცხო).

რას ისწავლი?
მარკეტინგს, ბრენდინგს, ციფრულ მარკეტინგს, სოციალურ მედიას, ფოტოხელოვნებას, დიზაინს, კინოხელოვნებას, საჯარო გამოსვლის ტექნიკებსა და ეფექტურ კომუნიკაციას, ლანდშაფტის არქიტექტურას, ლიტერატურას, თანამედროვე კლასიკურ მუსიკას, ფოლკლორს, მეღვინეობას, კულინარიას და ა.შ.

რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?
სკოლაში მოწვეული ყველა ტრენერი შეირჩა სპეციალურად ჩვენი პროგრამისთვის, ისინი საკუთარ სფეროში წარმატებული და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები არიან. სასწავლო მოდული შედგენილია ისე, რომ ხელოვნების სკოლაში ნებისმიერი მონაწილე მიიღებს მაქსიმალურად დიდ ინფორმაციას თითქმის ყველა ფუნდამენტურ მიმართულებაზე, რაც გამყარებული იქნება ტრენერების პირადი გამოცდილებით. ეს ყველაფერი მონაწილეებს დაეხმარება მომავალში გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი რა მიმართულებით სურთ მუშაობა და ამავდროულად შეიძენენ ამ ყველაფრისთვის საჭირო ბაზისურ უნარებს. გასართობი და შემეცნებითი აქტივობები სწავლების პროცესს საინტერესო თამაშისა და იდეალური დასვენების სახეს მისცემს. სკოლა დაგეხმარება გაიცნო, დაუმეგობრდე და დაამყარო კონტაქტი შენთვის საინტერესო სფეროში მომუშავე წარმატებულ ადამიანებთან და იგივე ინტერესების მქონე თანატოლებთან, რაც მომავალში კიდევ უფრო გაგიმარტივებს დასახული მიზნების მიღწევას.

და ბოლოს, აღმოაჩენ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, ჯადოსნურ და მრავალფეროვან პატარა ქალაქს: თელავს, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანის წარმატება დაიწყო.

სად იცხოვრებ?
მონაწილეები ტრენერებთან და ლიდერებთან ერთად განთავსდებიან სასტუმროში „ლიზი“ და მიიღებენ სასტუმროს სრულ მომსახურებას სამჯერადი კვებით.

როგორ მოხვდე სკოლაში?
მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია აქ: bit.ly/2veZWCp

ღირებულება შეადგენს 1500 ლარს. ფასში შედის სასტუმროში განთავსება, სამჯერადი კვება, მგზავრობა თბილისი-თელავი-თბილისი მიმართულებით, საგაკვეთილო პროცესი და სკოლის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა.

როდის შეგიძლია დარეგისტრირდე?
რაც შეიძლება მალე, რადგან ადგილები შეზღუდულია და სკოლა წელს მაქსიმუმ 100 მონაწილეს უმასპინძლებს, ამიტომ თუ ფიქრობ, რომ ეს სკოლა შენთვისაა, არ გადადო, დარეგისტრირდი ახლავე.

შენი წარმატება იწყება აქ!

წამოდი თელავში!

loading...

 

loading...