მიხეილ კალანდია დაიჭირეს

image
  • 267
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. საქმეზე მას ჩვენება რამდენჯერმა აქვს მიცემული, მათ შორის მეორე ინსტანციის სასამართლოში.
loading...
სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადა.  სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შსს არასრულწლოვან დავით სარალიძის  მკვლელობაში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად მუშაობას გააგრძელებს და და სასამართლოს განაჩენში გამოვლევნილ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უმოკლეს დროში ჩატარდება.

 

loading...

მსგავსი სიახლეები