„ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი“ - რას წერს ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას მამა

image
  • 777
დღეს, 123-საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ელენე გვარჯალაძე ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით მოხდა.

შვილის დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება მამა, გიორგი გვარჯალაძე.
loading...
„ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია... მიყვარხარ ... წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ლამაზი შხვართალა ლენო...“, - წერს გიორგი გვარჯალაძე.

ელენე გვარჯალაძე ცნობილი ჟურნალისტის ლულუ კახიანის შვილია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

loading...