7 ცვლილება, რომელიც საქართველოში პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება

image
  • 12 534
მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კი თით­ქმის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხე­ბა. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან და­გეგ­მილ რე­გუ­ლა­ცი­ებს წარ­მოგ­ვიდ­გენს:

ტაქ­სე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბა
1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე იკ­რძა­ლე­ბა. რო­გორც თბი­ლი­სის ტაქ­სის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ამ დრო­ის­თვის დე­და­ქა­ლაქ­ში ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის 9 659 ნე­ბარ­თვაა გა­ცე­მუ­ლი. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის ტაქ­სე­ბი, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი რე­გის­ტრა­ცია არ ექ­ნე­ბათ გავ­ლი­ლი, 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან 200 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მე-3 ფაზა
1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის მე­სა­მე ფაზა ამოქ­მედ­დე­ბა. კერ­ძოდ, ოქ­ტომ­ბრი­დან ინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის, რომ­ლის ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბა 3,000 კუ­ბუ­რი სმ ან მე­ტია. პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის სა­ინ­ფორ­მა­ციო ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, შექ­მნი­ლია ცხე­ლი ხაზი (1484), რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:00- დან 18:00 სა­თამ­დე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა სამ­გზავ­რო და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, 1-ლი ივ­ლი­სი­დან კი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის ამოქ­მედ­და. მთლი­ა­ნად ავ­ტო­პარ­კის­თვის კი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 2019 წლის 1-ლი იან­ვრი­დან გახ­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის აკ­რძალ­ვა
1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ცია დას­ჯა­დი ხდე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად აკ­რძალ­ვა 15 მიკ­რონ­ზე ნაკ­ლე­ბი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა, უკვე 2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან კი ნე­ბის­მი­ე­რი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია აიკ­რძა­ლე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ით. გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა კი მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რით გა­მო­იწ­ვევს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ით.

კრე­დი­ტის აღე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბა
ოქტომბრიდან ფიზიკური პირებისთვის კრედიტის აღების პროცესი მარტივდება. შეგახსენებთ, რომ სესხის გაცემისას, შემოსავლების შემოწმება სავალდებულო ხდება. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა ამოქმედდება, რაც გაამარტივებს სესხის აღების პროცესს იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები გააჩნიათ.
loading...
სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში, ზემოთ აღწერილი სისტემა, თავად უზრუნველყოფს მომხმარებლის ყოველთვიური დეკლარირებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის კომერციული ბანკისთვის მიწოდებას. აღნიშნული სქემით გამარტივდება სესხის გაცემის პროცესი და, ამასთანავე, დაიზოგება მსესხებლის დრო და ხარჯები. შედეგად, მომხმარებელი უფრო სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს.
საწყის ეტაპზე პროექტით ისარგებლებენ კომერციული ბანკები, ხოლო სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციების სისტემაში ჩართვა ეტაპობრივად განხორციელდება.

დიზელის საწვავის ახალი სტანდარტი
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ევროპულ ნორმებთან დაახლოების მიზნით დიზელის საწვავის სტანდარტი ამოქმედდება. კერძოდ, სტანდარტმა "ევრო 4"-მდე უნდა აიწიოს. უკვე 2020 წელს კი სტანდარტი - „ევრო 5“-მდე აიწევს. აღნიშნული რეგულაცია გულისხმობს გოგირდის შემცველობის შემცირებას იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს საქართველოში ხდება.

სავალდებულო აუდიტი
2018 წლის 1 ოქტომბრამდე კომპანიების ნაწილს სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს. 1-ელ ოქტომბრამდე სავალდებულო აუდიტის ჩატარების ვალდებულება აქვთ: კომპანიებს, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. ასევე იმ კომპანიებს, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ კომპანიებზე, რომელთაც აუდიტი არ ექნებათ ჩატარებული, ოქტომბრიდან გარკვეული სანქციები ამოქმედდება. პირველ ეტაპზე გაფრთხილება, ხოლო შემდეგ - ჯარიმა.

რეესტრში საქმიანობის პროფილის მითითება
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში კომპანიათა საქმიანობის პროფილის მითითების ვადა იწურება. საუბარია, მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებზე. ამ ტიპის სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიები ვალდებულნი იყვნენ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე დაერეგისტრირებინათ შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, თუმცა, ამ ვადამ ოქტომბრის ბოლომდე გადაიწია. შესაბამისად, რეგისტრაციისთვის კომპანიებს კიდევ 1 თვე აქვთ. ხოლო უკვე ნოემბრიდან ის კომპანიები, რომელთაც საკუთარი საქმიანობის პროფილი არ ექნებათ მითითებული 1000 ლარით დაჯარიმდებიან.



წყარო

 

loading...