სამტრედიაში 17 წლის გოგონამ თავი მოიკლა: რას ჰყვება გარდაცვლილის ბიძა

image
  • 1 426
სამტრედიაში ტრაგედია მოხდა- მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა ქეთი ცხვარაძემ თავი მოიკლა.

ის საკუთარ სახლში პატარა ძმამ იპოვა, რომელიც ხეზე იყო ჩამომხრჩვალი. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. „რეზონანსთან" გარდაცვლილი გოგონას ბიძა ჰყვება, რომ ქეთის ოთახში წერილი იპოვეს, სადაც ყველას ბოდიშს უხდის და არავის არაფერში ადანაშაულებს.

ბიძის ინფორმაციით, წერილში სიკვდილის მიზეზად იმ ქვეყნად ცხოვრების ინეტერს ასახელებს. გოგონა ამბობს, რომ მას იმ ქვეყნად ცხოვრების გაგება სურდა. ტკივილის მიყენებისთვის კი ყველას ბოდიშს უხდის.

გოგონას დედა ემიგრანტია, მას და მის ძმას მამა ზრდიდა. ბიძის ინფორმაციით, ქეთის არც დეპრასია და არც რაიმე პრობლემა ჰქონია. ის საკამოდ კონტაქტური გოგონა იყო. ბიძა კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მას რაიმე ინტერნეტ თამაში „მომო" ან „ ლურჯი ვეშაპი" ეთამაშა. ქეთი საკმაოდ კარგად სწავლობდა და მას თვითმკვლელობა არც არასდროს უცდია.

„საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ვართ. წარმოდგენა არ გვაქვს ეს რატომ გააკეთა. ხეზე ეზოში უკვე გარდაცვლილი მისმა ძმამ იპოვა. ბავშვი შოკშია, ყველას ახსნა გვიჭირს. ერთადერთი რაც ვიპოვეთ მისივე ხელით დაწერილი წერილია. იქ ყველას ბოდიშს გვიხდის და ამბობს, რომ არავის არაფერში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ეს იყო იმ ქვეყნად ცხოვრების ინტერესი და სურდა გაეგო იმ სამყაროში რა ხდებოდა. წერილში მხოლოდ ასე ხსნის თვითმკვლელობის ფაქტს. ის არცერთ ინტერნეტ თამაშს არ თამაშობდა. საკმაოდ კონტაქტური და თბილი ბავშვი იყო. გვიჭირს კონკრეტულად რაიმეზე საუბარი",-აცხადებს „რეზონანსთან" გარდაცვლილის ბიძა.

მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ვენერა ივანიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გოგონა საკმაოდ მხიარული იყო. მათთვისაც და მისი მეგობრებისთვის ეს სრულიად მოულოდნელი და ტრაგიკული ფაქტია. დირექტორი აცხადებს, რომ ქეთი სკოლაში კარგად სწავლობდა და პირიქით, აბიტურიენტობისთვის ემზადებოდა. მას ბევრი მეგობრები ჰყავდა და არ ჰგავდა ტიპიურ ჩაკეტილ და დეპრესიულ გოგონას, რომელსაც მსგავსი ფაქტის ჩადენა შეეძლო.
loading...
„ძალიან კარგი გოგონა იყო. მხიარული, თბილი და მეგობრული. ყოველთვის იღიმოდა და ბევრი მეგობარი ჰყავდა. კარგად სწავლობდა, ახლა აბიტურიენტობისთვის ემზადებოდა და სულ სწავლაში იყო ჩართული. გამოვრიცხავ, რომ მის პირად ცხოვრებაში ან ოჯახში რამე მომხდარიყო.

დედა ემიგრანტი ჰყავს, მაგრამ მამა ყურადღებას არ აკლებდა. საკმაოდ მზრუნველი და აქტიური მშობლები ჰყავდა. სითბოს არ აკლებდნენ, წარმოუდგენელია რა უნდა გამხდარიყო, რა გახდა მისი თვითმკვლელობის მიზეზი. გოგონას კლასელებიც შოკში არიან, ბავშვებს რაიმე კონკრეტულზე საუბარი უჭირთ", - განაცხადა დირექტორმა ვენერა ივანიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ესქპერტიზა უტარდება მის მიერ დატოვებულ წერილსაც.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...

მსგავსი სიახლეები