გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს და განცხადება გააკეთა

image
  • 1 086
მაკო გომური, გოგონა რომელმაც თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოწერისას მწვანე ყურსასმენებიან გოგონას ჰოსპიტალთან ხალხის ჯგუფი დახვდა – ბუშტებით და ყვავილებით.

მათ მაკო გაამხნევეს და მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა.

საავადმყოფოდან მან წერილი გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა: “ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვიდგები მყარად და დამპირდით, რომ თქვენც იდგებით ჩემს გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ”.
loading...

 

loading...

მსგავსი სიახლეები