"არ მჯერა, რომ ჩემს სამ შვილს ჩავეხუტები" - ქართველი დედის ემოციური ვიდეო, რომელმაც კიბო დაამარცხა

image
  • 861
თამთა ჭელიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა, საავადმყოფოს ეზოდან ვიდეოს აქვეყნებს
თანდართული ტექსტით:
"ემოცია, რომელსაც მთელი 1 წელი ველოდით.
ჩემო მეგობრებო და ახლობლებო, მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ გვერდში დგომისა და გამხნევებისთვის. მე მძიმე ერთი წლის მერე შევძელი და გავიმარჯვე ამ ბოროტ დაავადებასთან და მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა და შემაძლებინა ეს ყველაფერი.
დავასრულეთ კვლევები...
loading...
მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებმაც გმირულად გაუძლეს ამ რთულ დღეებს...
არ მჯერა, რომ ჩემს სამ შვილს ჩავეხუტები და ვეტყვი, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ დედა ასე დიდი ხნით არასდროს წავა...
ეს კი საავადმყოფოდან გამოსვლის კადრებია, აქ ხალხი გაოგნებული გვიყურებდა. მე ვტიროდი და ილო იცინოდა", - წერს თამთა.

 

loading...