საშიშია თუ არა საზამთროს და ნესვის ჭამა?

image
  • 1 968
ლაბორატორიული შემოწმებების შედეგად გამოვლინდა, რომ ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში, რომლებიც საქართველოში იყიდება, ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

იმისათვის, რომ პროდუქტებში ნიტრატების დონე განესაზღვრათ, საქართველოს მასშტაბით საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან დაახლოებით 80 პროდუქტის, მათ შორის, საზამთროსა და ნესვის ნიმუშები გამოიკვლიეს.

არსებული მონაცემებით, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ბაზრის კონტროლს და საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას აწვდის. წლის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტო 200-მდე ნიმუშის აღებას გეგმავს.
loading...
სააგენტოს სპეციალისტებმა სულ ახლახან ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ოდენობა შეამოწმეს. სარეალიზაციო ობიექტებიდან მათ ამოიღეს ყველაზე გავრცელებული ბოსტნეული და ხილი, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში შეამოწმეს.

კერძოდ, შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი და ა.შ. პესტიციდების ოდენობა 21 ნიმუშიდან არც ერთში არ აღემატებოდა ნორმას.

 

loading...