ვიკრიბებით რუთავი2-ის ეზოში - რატომ აცხადებს მობილიზებას ნიკა გვარამია

image
  • 3 812
რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამართლო გადაწყვეტილბას 18 ივლისს გამოაცხადებს. ამასთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი Facebook-ზე წერს და ამბობს, რომ დიდი ზეიმი იქნება. გვარამია მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს ტელევიზიის ეზოში შეკრებისკენ მოუწოდებს:

„ტყუილად ნუ ავრცელებთ, რომ რ2ს გადაიბარებს ქიბარი. ტყუილით ნუ ამხნევებთ და ბოლო იმედს ნუ აძლევთ სასოწარკვეთილ მომხრეებს: კი ვართ გაფარჩაკებული, მაგრამ რ2ს წავიღებთ და ამოვისუნთქავთო.
loading...
ტყუილია! რ2 დარჩება იმ სტატუსკვოთი, როგორიც დღესაა. გავიმარჯვებთ აუცილებლად და სამართლიანობა იზეიმებს. სამართლიან გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ გადაახტება, ვერ გაბედავს და მორჩა. გაბედავს და მოხვდება მწარედ!

18 ივლისს ერთად ვიზეიმოთ სამართლიანობა! ვიკრიბებით რ2ის ეზოში (სანდრო ეულის 5ა), დღის 12საათზე! მოდით! მოიყვანეთ ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები! დიდი ზეიმი იქნება, გპირდებით!“ წერს გვარამია.

 

loading...