"პალატის კარები შემოაღო და შვილის დაბადება მომილოცა" - ვინ არის ქალბატონი, რომელიც გიორგი გახარიამ სამშობიაროში მოინახულა

image
  • 3 712
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერ­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი ნინო ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შვილის დაბადება პირადად მიულოცა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

"აგვისტოს ეს კვირა ყველაზე განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა უკვე სამნი ვართ ოჯახში. დაიბადა ალექსანდრე, უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მივიღე ახლობელი ადამიანებისგან და ამ ყველაფერს დღეს დაემატა ემოცია, რომელიც სურათებზე ვერ აღიბეჭდა. ჩემი პალატის კარები შემოაღო და შვილის დაბადება მომილოცა ადამიანმა, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს, თანაც ზუსტად ისე, როგორც ჩემი უახლოესი ადამიანები ამ დღეების მანძილზე ახერხებდნენ.
loading...
ჩემი მინისტრი, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს შემოვიდა და მომილოცა ალექსანდრეს დაბადება.

მადლობა ყველას ჩემი ბედნიერების გაზიარებისთვის"- წერს ნინო ინაშვილი.

loading...