დღეს 11 აგვისტოს ასტროლოგიურად უმნიშვნელოვანესი დღეა ადამიანებისთვის

image
  • 2 253
“11 აგვისტოს მერკური ტოვებს კირჩხიბის ზონას და ლომის ზოდიაქოში გადადის”. ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში წერს.

“კვირას, 11 აგვისტოს მერკური ტოვებს კირჩხიბის ზონას და ლომის ზოდიაქოში გადადის.
მერკური აკონტროლებს ჩვენს აზროვნებას და ამიტომ ეს ცვლილება სწორედ ჩვენი ფიქრების ელფერს განაპირობებს. ლომში გადასული მერკური სულ უფრო მეტად გვიბიძგებს ვიფიქროთ გართობაზე, სიყვარულზე, შემოქმედებაზე. სულ მალე კი ამ ყველაფერს გვირგვინს დაადგავს 15 აგვისტოს სავსემთვარეობა, რომელიც თბილისის დროით 16:29 წუთზე მერწყული- ლომის ზოდიაქოების ღერძზე ხდება. მთვარე, რომელიც მერწყულის 22 გრადუსა და 24 მინუტზე აღმოჩნდება ასპექტში იქნება ლომის ზოდიაქოში მყოფ ვენერასა და მარსთან. მოგეხსენებათ, ეს ორი პლანეტა ეგრეთწოდებულ ლიბიდო პლანეტებად ითვლებიან, ანუ ჩვენს სექსუალურობას მართავენ. სწორედ ეს შექმნება იმის მიზეზად, რომ მომდევნო 2 კვირა სასიყვარულო რომანტიული ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან კარგ ფონს შექმნის. შემოქმედებითი აქტივობებისთვისაც მშვენიერი პერიოდია, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია- ჩასახვისათვისაც.
loading...
თუმცა 18 ში მარსი, მის კვალდაკვალ 21 ში ვენერაც ტოვებენ ლომის ზოდიაქოს და ქალწულის ნიშანში გდადიან, რის შემდგომაც ჩვენი ქმედებები ცოტა არ იყოს ნაკლებ მგზნებარე, სამაგიეროდ კი უფრო დაფიქრებული და გააზრებული იქნება. გართობა და ფლირტი ცოტა არ იყოს დაკარგავს თავის აქტუალურობას, და უფრო დამიწებული, პრაგმატული აქტიობებისაკენ გვიბიძგებს. მეორეს მხრივ ამან შესაძლოა ცოტათი ადრე ჩამოყალიბებული კავშირების უფრო მყარ ურთიერთობებში გადასვლაც გამოიწვიოს. რაც თავისთავად ურიგო როდია…
წარმატებულ და ბედნიერ დღეებს გისურვებთ”. – წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი.

 

loading...