ქალი, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა, დააკავეს

image
  • 1 793
ქალი, რომელიც 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და დაჭრა, დაკავებულია. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 3 წლის ბიჭს ჭრილობები სახის არეში აქვს მიყენებული. მას გუშინვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო. პირველადი დახმარება მცირეწლოვანს მიმდებარე აფთიაქში გაუწიეს.
loading...
არსებული ინფორმაციით, ქალი საბურთალოს რაიონში, სავარაუდოდ ყაზბეგის და ვაჟა ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს.

წინასწარი ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ცნობილია, რომ ეს პიროვნება საეჭვო გარემოებებში წარსულში სხვა მოქალაქეებმაც დააფიქსირეს.

 

loading...

მსგავსი სიახლეები