პრემიერ ლიგის მეოთხე ტური - პრევიუ

image
  • 218
არსენალი - ტოტენჰემი

პრემიერ ლიგის სეზონის პირველი დიდი დერბი ჩრდილოეთ ლონდონის გუნდებს შორის გაიმართება.
წინა ტურში ორივე გუნდი დამარცხდა, არსენალს ლივერპულმა მოუგო, ტოტენჰემს კი ნიუკასლმა.
მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა, რომ ტოტენჰემის ცუდი ფორმა გუნდის ლიდერების დარჩენა-არ დარჩენასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ბრალია. კრისტიან ერიკსენი მადრიდის რეალში აპირებდა წასვლას, ვიქტორ ვანიამა კი მალე ბრიუგეში გადაბარგდება.
არსენალს საკუთარი სატრანსფერო დილემა აქვს, გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილის მომავალიც უცნობია. ტრავმის არქონისდა მიუხედავად, იგი ლივერპულთან გამართული უმნიშვნელოვანესი მატჩის განაცხადში არ მოხვდა. თუ უნაი ემერი მას არც ტოტენჰემის წინააღმდეგ არ ათამაშებს, ეს სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს.

ბარნლი - ლივერპული

სამი მატჩის შემდეგ მოპოვებული სამი გამარჯვება ლივერპულის ფანებისთვის იდეალური სეზონის სტარტია. გუნდის წინა სამეული კი არსენალთან მატჩიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმაში შედის.
პირველ 3 მატჩში, ლივერპულს კარი მშრალად არცერთხელ არ შეუნახავს.
იურგენ კლოპმა ბარნლისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მატჩი ადვილი არ იქნება და ბარნლის სტადიონზე თამაში ყოველთვის დიდ შრომას მოითხოვს.
ბარნლიმ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, საუთჰემპტონის წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება, ძლიერად ჩატარებული მატჩის შემდეგ მინიმალური ანგარიშით დამარცხება არსენალთან და ბოლო წუთზე ხელიდან გაშვებული 3 ქულა ვულვზთან.
ბარნლი ახლა მეექვსე ადგილზეა, მათი მეტოქე კი პრემიერ ლიგაში კლუბისთვის სარეკორდო, ზედიზედ მეცამეტე გამარჯვებას უმიზნებს.

საუთჰემპტონი - იუნაიტედი

წმინდანებმა სეზონის პირველი გამარჯვება ბრაიტონის წინააღმდეგ მოიპოვეს, შემედეგ კი შუა კვირაში, ლიგის თასზე, ფულჰემი დაამარცხეს. მატჩს საუთჰემპტონი თავდაჯერებულობით აღსავსე ხვდება.
წითელ ეშმაკებს კრისტალ პალასთან 72%იანი ბურთის ფლობა ჰქონდათ, თუმცა, 93-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ. პალასთან შეხვედრაში იუნაიტედის 22 დარტყმიდან კარში მხოლოდ 3 წავიდა.
ანტონი მარტიალი მატჩს დიდიალბათობით გამოტოვებს, რაც 17 წლის მეისონ გრინვუდს თავის გამოჩენის შანსს მისცემს.

ჩელსი - შეფილდი

ფრენკ ლამპარდმა მეოთხე ცდაზე, საბოლოოდ, მოახერხა პირველი გამარჯვების მოპოვება ჩელსის მწვრთნელის რანგში, ახლადდაწინაურებული შეფილდის წინააღმდეგ კი მოგებათა სერიის დაწყებას ეცდება.
ლურჯები ახალდაწინაურებულ გუნდებს ძალიან ჩაგრავს ხოლმე, 80 მატჩიდან მათ ახალბედებს 66 მოუგეს და მხოლოდ 3ჯერ დამარცხდნენ.
შეფილდი გასულ კვირაში ლესტერთან 2:1 დამარცხდა და, ჩელსის მსგავსად, 4 ქულა აქვთ. თუმცა, ბურთების სხვაობით შეფილდი უკეთეს მდგომარეობაშია, რაც ჩელსის ოლდ ტრაფორდზე წაგებული 4:0ით არის განპირობებული.

 

loading...