არავის მივცემთ უფლებას ჩვენი მოკლული შვილების სულში ჩააფურთხონ - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციებს იწყებენ

image
  • 270
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალიდან აქციებს იწყებენ. ამის შესახებ მათ პარლამენტის შენობის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

შვილმკვდარი მამების ინფორმაციით, აქციები ხვალ, 18:00-ზე დაიწყება და საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება:

"ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ სამართალი აღსრულებულიყო. სტრასბურგშიც გვქონდა წასვლა გადაწყვეტილი, მაგრამ გადაგვიკეტეს ყველანაირი გზა. პასუხისგებაში აპირებდნენ ჩვენს მიცემას და დღეს ალბათ გერმანიის ციხეში ვიქნებოდით. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას, არ აქვს მნიშვნელობა ექიმი იქნება, პროკურორი იქნება, გამომძიებელი იქნება, შსს-ს თანამშრომელი იქნება, სტუდენტი იქნება, მასწავლებელი თუ სხვა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ყველას მოვუწოდებ დაგვიდგნენ გვერდში ერთად უნდა აღვავლინოთ სამართლიანობა ამ ქვეყანაში. მოვიდნენ, რათა შემდეგი არ იყოს სხვა. არავის მივცემთ უფლებას ჩვენი მოკლული შვილების სულში ჩააფურთხონ..." - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
loading...
დავით სარალიძის მამა, ასევე ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომელთანაც ჩასვლას გეგმავდნენ, ჩამოვიდნენ და ადგილზე გაეცნონ ვითარებას.

"კმარა ჩემი აბუჩად აგდება და დაცინვა, რასაც აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ, რომ რამენაირად დამაშინონ, მაგრამ ეს არ მოხდება. ყველას მოვუწოდებ, რომ დაგვიდგნენ გვერდით ბავშვების ხსოვნისთვის.ის მომავალი მივცეთ ბავშვებს, როგორც შეეფერებათ. სანამ ესენი იქნებიან სათავეში, არანაირი სამართალი და სიმართლე არ იქნება. თუ ვინმეს სინდის-ნამუსი აქვს მმართველი გუნდიდან შემორჩენილი, მათაც მოვუწოდებ გვერდში დაგვიდგეს" - დასძინა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ზაზა სარალიძის თქმით, ეს არის ბოლო გამოსვლა და აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ სამართალი არ აღსდგება.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...