არჩილ თალაკვაძე: ,,ჩემს მეუღლეს არასოდეს უთხოვია ჩემთვის დახმარება, მითუმეტეს კარიერაში"

image
  • 1 863
11 წელია ოჯახი გვაქვს მე და ქეთის. მთელი ეს დრო, არაერთხელ დამჭირდა მისი თანადგომა და რჩევა, მას კი, პრაქტიკულად არასოდეს უთხოვია ჩემთვის დახმარება, მითუმეტეს კარიერაში - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე მისი მეუღლის ქეთი ბუბუტეიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

,, როგორც ჩანს, უკვე დასრულდა რუსთავი 2-თან რადიო თავისუფლების მიერთების მრავალსვლიანი ოპერაცია, რომლის პირველი ფაზა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის დავით კაკაბაძის ბულინგი იყო; ნათელი ხდება ამ ოპერაციის ამოცანაც.
loading...
სტუდია მონიტორი - რადიო თავისუფლება - რუსთავი 2, სრულიად სამარცხვინო “შეტევაა” თქვენი მხრიდან. აღარც ქალთა უფლებების დაცვაზე ამოიღოთ ხმა, აღარც თანაბარ შესაძლებლობებზე და არც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. თავი რომ დავანებოთ, თქვენი “აღმოჩენილი” ნეპოტიზმი რამდენად სიცრუეა.

11 წელია ოჯახი გვაქვს მე და ქეთის. მთელი ეს დრო, არაერთხელ დამჭირდა მისი თანადგომა და რჩევა, მას კი, პრაქტიკულად არასოდეს უთხოვია ჩემთვის დახმარება, მითუმეტეს კარიერაში. ის არის პიროვნულად ძლიერი, ჭკვიანი ქალი, რომელსაც აქვს ძალა იცხოვროს ისე, როგორც სწორად მიაჩნია და დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას" - წერს არჩილ თალაკვაძე.

 

loading...