"საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მოდიოდნენ სხვისი ქორწილიდან" - რას წერენ ბათუმში მომხდარ ავარიაზე

image
  • 612
"ფე­ის­ბუქ­ზე" ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა, რო­მელ­საც ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბულ ვი­დე­ოს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი დი­ა­ნა დი­ა­სა­მი­ძე აქ­ვეყ­ნებს.

"ბო­დი­შით ამ მძი­მე კად­რის­თვის.. ამას თქვენ­თვის ვდებ, ვინც ზის და ჭო­რა­ობს ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან და მათი ბრა­ლი იქ­ნე­ბო­დაო... არ ყო­ფი­ლა ჩემი მე­გობ­რის ბრა­ლი ხალ­ხო.. ნათ­ლად ჩანს ვინ და რა არის დამ­ნა­შა­ვე აქ. მო­ეშ­ვით ჭო­რა­ო­ბას! მო­ეშ­ვით უსაქ­მუ­რად ყოფ­ნას! პა­ტი­ვი ეცით გარ­დაც­ვლი­ლებს და ნუ აწუ­ხებთ მათ სუ­ლებს ძა­ლი­ან გთხოვთ!! არც ცოლ-ქმარ­ნი ყო­ფი­ლან, სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და მო­დი­ოდ­ნენ სხვი­სი ქორ­წი­ლი­დან" - წერს ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას დი­ა­სა­მი­ძე.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ბა­თუმ­ში, აე­რო­პორ­ტის გზატ­კე­ცილ­ზე გუ­შინ მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი და მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯახ­ნენ. მომ­ხდა­რის შე­დე­გად ასე­ვე და­შავ­და ორი ადა­მი­ა­ნი. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.
loading...
რაც შე­ე­ხე­ბათ გარ­დაც­ვლი­ლებს, 20 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი დე­მურ ბე­რი­ძე და მა­რი­ამ გო­გი­ტი­ძე კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ და მე­გობ­რის ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

 

loading...