„ამ ფოტოში ტრანსგენდერს ჰგავს“ - გიორგი ცაავა ფოტოებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

image
  • 4 334
გუშინ „იმედის“ ეთერში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი სეზონი დაიწყო. შოუს დაწყებამდე პროექტის მონაწილეთა ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი ვნებათა ღელვა გამოწვია. ფოტოები დაიწუნეს, განიხილავდნენ ფერების შეხამებას, ფონს, რაკურსს, ფოკუსს და ა. შ. პროექტის ერთ-ერთ მონაწილეზე, ნინო ჩხეიძეზე იმასაც კი წერდნენ, ამ ფოტოში ტრანსგენდერს ჰგავსო. ფოტოების ავტორი, გიორგი ცაავა უკვე წლებია ამ პროექტთან თამანშროლმობს და არაერთი ცნობილი სახე მოხვედრილა მის ფოტოობიექტივში. გიორგიმ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ ამით თემა დახურა. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
loading...
„რადგან „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფოტოებთან დაკავშირებით არ ჩერდება კომენტარები და პირადში მოწერები და სხვის კედლებზე მიმდინარე დისკუსიები, ვაკეთებ კომენტარს და ამ თემას აღარ დავუბრუნდები. ფოტოების ავტორი მე ვარ, მაპატიეთ რომ ჩემმა გადაღებულმა ფოტოებმა ასეთი აღშფოთება გამოიწვია თქვენში. შინაარსობრივ ნაწილში გეთანხმებით და ვფიქრობ, რომ ადამიანები სადღაც ვუშვებთ შეცდომას, მთავარია გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა ცხოვრებაში. დანარჩენი ყველაფერი გამოსწორებადია. მეც თქვენი კომენტარები მეხმარება გავიზარდო პროფესიულად და და შემდეგი და შემდეგი ჩემი ნამუშევრები თქვენთვის მისაღები იყოს. მე ამ კომენტარებს არ უპასუხებდი მნიშვნელოვანი რომ არ იყოს ჩემთვის თქვენი აზრი. ამიტომ მე ჩემ შემოქმედებას ყოველთვის გიზიარებთ და თქვენგან მიღებულია შენიშვნა ჩემი მისამართით! ამ ფოტოებმა რა გზა გაიარა აქ მოსასვლელად ასე ღრმად არ ჩავალ ამ თემაში და რადგან ამ ფოტოების ავტორი მე მქვია მიღებულია თქვენი შენიშვნები... ამ პროექტის ფოტოგრაფი მისი დაარსების დღიდან ვარ და რადგან არასოდეს არცერთ სეზონზე მსგავსი კომენტარები ჩემ მიმართ არ ყოფილა ამიტომ ჩავთვალე თავი ვალდებულად თქვენთვის მეპასუხა... მადლობა ყურადღებისთვის!“














 

 

loading...