" სირცხვილია ამ თემაზე უაზროდ ტლიკინი!" - მაია ასათიანმა გავრცელებულ ხმებს უპასუხა

image
  • 2 760
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, რომლებზეც ზალიკო ბერგერი და მაია ასათიანი არიან ასახულნი, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ბევრი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, მაია ასათიანი ორსულადაა. ტელეწამყვანმა გადაწყვიტა, სოციალურ ქსელშივე გაეცა პასუხი გავრცელებული ხმებისთვის:

„მეგობრებო! არ ვარ ორსულად! ნუ დამღალეთ! ნუ ურეკავთ ჩემს ახლობლებს და ნუ ეკითხებით ერთსა და იმავეს უკვე მერამდენედ! მუცლიანი ტანი მაქვს, სულ ესაა!
loading...
დავიღალე ახსნა-განმარტებებით! შვილის თემა უკიდურესად საკრალურია ჩემთვის და სირცხვილია ამ თემაზე უაზროდ ტლიკინი! პრესის ვარჯიშს უნდა მოვუმატო აშკარად“.

 

loading...