თუკი სიზმარში სექსით დაკავდით...

image
  • 3 421
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ერთგული ხართ პარტნიორის ან მეორე ნახევრის მიმართ. ეროტიკულ სიზმრებს მაინც ვერ გაექცევით. როგორც კი თავს ბალიშზე დადებთ და თქვენი ქვეცნობიერი გაძლიერდება, საკუთარი თავის კონტროლს აბსოლუტურად კარგავთ.

გინახავთ სიზმარში, თითქოს იმ კოლეგასთან გქონდათ სექსი, რომლის მიმართ სულ ცოტა ხნის წინ ინტერესი გამოიჩინეთ? სიზმარში იდეალური სექსი გქონდათ და რომ გაგეღვიძათ, ფიქრობთ, როგორ უნდა ჩახედოთ მას თვალებში, განსაკუთრებით, თუკი თქვენ გვერდით პარტნიორი ან მეორე ნახევარი წევს? ნუ ინერვიულებთ. ეროტიკული სიზმრები ფსიქოლოგებმა ამგვარად განმარტეს:

კაცები, როგორც წესი, ეროტიკულ სიზმრებს ახალგაზრდობაში ხედავენ, ქალები კი უფრო ახალგაზრდული წლების შემდეგ. ქალებში, ასევე, ეროტიკული სიზმრები ოვულაციის პერიოდშიც ჭარბობს, რადგან ამ დროს ჰორმონების დონე ლიბიდოს მკვეთრად ზრდის. ამგვარ სიზმრებში ორგაზმი რეალურია.

ეროტიკული სიზმრები - ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური რეაქციები: ძილში სექსის დროს ტვინი აგზავნის სიგნალებს ნერვულ დაბოლოებებზე. ამგვარად, ის რეაგირებს ისე, თითქოს სექსუალური კავშირი რეალურად ხდება: სისხლი მიედინება საშოსკენ, იკუმშება და პულსირებს, რაც წარმოქმნის ორგაზმს. ადამიანების უმეტესობამ იცის, როდის აქვთ ამგვარი სიზმარი, რადგან ორგაზმის ინტენსივობა, მათ, როგორც წესი, აღვიძებთ.
loading...
ეროტიკული სიზმრები არც ისეთი გავრცელებულია, როგორც თქვენ ფიქრობთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამგვარი რამ არასდროს გამოუცდიათ. ეროტიკულ სიზმრებს, შესაძლოა, ფსიქოლოგიური ქვეტექსტიც ჰქონდეს - რატომ გაქვთ სიზმარში სექსი ზუსტად იმ ადამიანთან, რომელიც გჭირდებათ.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ხშირად ვოცნებობთ, გვქონდეს სექსი იმ ადამიანთან, რომელსაც რეალობაში ვერასდროს შევეხებით, ამიტომ სექსუალური სიზმრები არა მხოლოდ ფიზიკური კავშირია, რომელიც გინდათ, არამედ ფსიქოლოგიური, რომელიც გჭირდებათ.

„მაგალითად, შესაძლოა, ბოლო დროს ვინმესთან საქმიანი ურთიერთობა გქონდათ, ან იქნებ, ერთობლივ პროექტზე მუშაობდით“, - განმარტავს ფსიქოლოგი. „ამ შემთხვევაში ეროტიკული სიზმარი „რეალურ ცხოვრებაში წარმატებულ კავშირს ან გონების შეხვედრას“ ასრულებს.

ასე რომ, ნუ ინერვიულებთ, თუკი სიზმარში სექსი იმ ადამიანთან გქონდათ, ვინც გიზიდავთ. თუკი სიზმარში ეროტიკული კავშირი იმ ადამიანთან გქონდათ, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში არასდროს შეხებიხართ, არც ეს იდარდოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ფარულად მასთან სექსის სურვილი გაქვთ.

 

loading...