"ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში... აღებდნენ ოთახებს და კლავდნენ ყველას, ვისაც პოულობდნენ" -ქერჩის კოლეჯის დირექტორი (ვიდეო)

image
  • 576
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, ქალაქ ქერჩში, კოლეჯში მომხდარ აფეთქებას საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მათი თქმით, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელიც კოლეჯის სასადილოში იყო დამონტაჟებული. Kerchnettv-ის იუთუბის არხზე გამოქვეყნდა ქერჩის პოლიტქნიკური კოლეჯის დირექტორის ოლგა გრებენიკოვის კომენტარი - მან კოლეჯში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა და განაცხადა, რომ აფეთქებამდე შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნეს.
loading...
„უამრავი გვამია, ბავშვები, ნამდვილი ტერაქტია, შევარდნენ, ჩემი წასვლიდან 5-10 წუთის შემდეგ, ააფეთქეს ჰოლი, დარბოდნენ და ისროდნენ ასაფეთქებლებს, აღებდნენ ოთახებს და კლავდნენ ყველას ვისაც პოულობდნენ, ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში“- აცხადებს კოლეჯის დირექტორი.

 

loading...