გიტირიათ სექსის შემდეგ? - რატომ ხდება ეს

image
  • 3 763
გაიხსენეთ, ხომ არ ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სექსის შემდეგ თქვენს პარტნიორს უტირია ან უბღავლია კიდეც. იქნებ, სექსის შემდეგ თქვენც წამოგსვლიათ თვალებიდან ცრემლები?

მოკლედ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ყველაფერი პოსტკოიტალური დისფორიიდან გამომდინარეობს, რომელიც შეინიშნება როგორც ქალებში, ისე კაცებში.

რა არის პოსტკოიტალური დისფორია? ეს არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს ძლიერ ჰორმონალურ აფეთქებას. სექსის შემდეგ, როგორც წესი, დადებით ემოციებს განვიცდით და ამ ემოციებს ბედნიერების ჰორმონები - დოფამინი და ოქსიტოცინი იწვევს. თუმცა, არის აბსოლუტურად საპირისპირო შემთხვევებიც: სიამოვნებაზე პასუხისმგებელი ჰორმონების დონე მკვეთრად იზრდება და შემდეგ, ასევე, მკვეთრად ვარდება. სწორედ ეს ფაქტი იწვევს ორგაზმის შემდეგ აპათიას, დეპრესიასა და ცრემლებს.

სექსუალური აქტის შემდეგ ცრემლები და განწყობის გაუარესება ნიშნავს, რომ თქვენს პარტნიორს არ მოეწონა თქვენთან სექსი?

არა, არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება არა მხოლოდ ჰორმონები, არამედ მტკივნეული წარსულიც იყოს. თუკი პარტნიორი ოდესმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო ან საკუთარ სექსუალურობასთან მიმართებაში კომპლექსები აწუხებს, ტირილის მიზეზი, შესაძლოა, ესეც გახდეს.
loading...
რამდენად ხშირად გვხვდება პოსტკოიტალური დისფორია?

სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ კვლევაში მონაწილე ქალების ნახევარი განიცდის პოსტკოიტალურ დისფორიას, ხოლო გამოკითხულთა 2%-ს მიკროდეპრესიაც ემართება ყოველი სექსუალური აქტის შემდეგ. კაცებში ეს მაჩვენებელი ოდნავ განსხვავდება: 41%-მა აღიარა, რომ ერთხელ მაინც განუცდია პოსტკოიტალური დისფორია, ხოლო 4,5% რეგულარულად განიცდის.

რა უნდა ქნათ, თუკი თქვენი პარტნიორი სექსის შემდეგ ტირის?

თუკი სექსის შემდეგ პოსტკოიტალურ დისფორიას განიცდით, პირველ რიგში, უთხარით ამის შემდეგ პარტნიორს, რათა ის ზედმეტმა ეჭვებმა არ შეაწუხოს. მეორე, შეეცადეთ, დაადგინოთ, რა არის ტირილის მიზეზი: ჰორმონები თუ ტრავმირებული წარსული, რომელიც, შესაძლოა, გქონდათ. თუკი მიზეზი ტრავმირებული წარსულია, სასურველია სპეციალისტს მიმართოთ.

ხოლო თუკი თქვენი პარტნიორი სექსის შემდეგ გაუთავებლად ტირის, უბრალოდ, გულწრფელად დაელაპარაკეთ მას. მთავარია, დარწმუნებული იყოთ, რომ ცრემლების მიზეზი ცუდი სექსი არ არის.

 

loading...