Загрузка...
Загрузка...

15 წლის გოგონას იარაღით სიკვდილის ზუსტი მიზეზი ისევ უცნობია

image
  • 505
პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში კითხავდა ბიჭს, რომელმაც არსებული ინფორმაციით, 15 წლის და თეონა ტაკიძე, შემთხვევითი გასროლის შედეგად მოკლა. ბიჭიც არასრულწლოვანია, ამიტომ პოლიციას ის არ დაუკავებია.

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში საზარელი შემთხვევის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თუმცა ორი ვერსია ვრცელდება: ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანმა ძმამ საკუთარი და სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლით მოკლა. მეორე ვერსიით კი, გოგონას სახლის დალაგების დროს იარაღი თავად გაუვარდა.
loading...
"რომ ავედი გოგონას პულსი არ ესინჯებოდა. ბავშვები მარტო იყვნენ, დედა სამეზობლოში იყო გასული. მამაც არ იყო სახლში", - ამბობს მეზობელი.

როგორც ირკვევა, შემთხვევის დროს არასრულწლოვნები სახლში მარტო იმყოფებოდნენ. სანადირო თოფი კი გარდაცვლილის მამას ეკუთვნოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...