ძლიერი აფეთქება რუსთავში - დაშავებულია ათამდე ადამიანი,7 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

image
  • 9 703
loading...
აფეთქება მოხდა რუსთავში მე-19 მიკრორაიონში #14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 10-მდე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. 7 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

როგორც ინფო რუსთავს ადგილობრივებმა განუცხადეს, აფეთქება იმ დროს მოხდა როდესაც ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დემონტაჟის დროს ავტოფარეხში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. ასევე საცხოვრებელ სახლებში ჩაიმსხვრა მინები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რუსთავის საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

როგორც ინფო რუსთავს კლინიკა რუსთავში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში 8 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის არის 7 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...