გამოძახებაზე მისულ მეხანძრეებს მე-8 სართულზე

image
  • 1 113
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე გამოძახებულ სახანძრო ბრიგადას ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდა.
loading...
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, მოქალაქემ მათ შეატყობინა, რომ ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი იყო. ადგილზე მივიდა სამი სახანძრო ბრიგადა, მიიტანეს სახანძრო კიბეც, რადგან შეტყობინების მიხედვით, დიდი ოდენობით კვამლი მე-8 სართულიდან გამოდიოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მოქალაქე აივანზე მწვადს წვავდა.

 

loading...