ვინ არის ქართველი "კანონიერი ქურდი", რომელმაც ესპანეთში შაკირას ვილა გაძარცვა?

image
  • 3 663
ესპანეთის პოლიციის მიერ დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდი" 54 წლის გოჩა მაისურაძეა (გოგიტა).

ესპანური მედიის ცნობით, მან ცნობილი პოპ-ვარსკვლავის - შაკირას და მისი მეუღლის, "ბარსელონას" ფეხბურთელის - ჟერარ პიკეს ვილა გაძარცვა.

Estrella Digital წერს, რომ დაკავებულს ბრალად კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა და ძვირადღირებული სახლების ძარცვა ედება.
loading...
გოჩა მაისურაძე ბოლოს სკანდალში 2012 წლის სექტემბერში გაეხვა, როდესაც ის რევაზ ლორთქიფანიძესთან და სხვა ქართველ "კანონიერ ქურდებთან" ერთად მაშინდელ ოპოზიციონერ გოგა ხაინდრავას კონსპირაციულად შეხვდა, თუმცა მოგვიანებით ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები ქართულ მედიაში გავრცელდა.

ოპოზიციონერი გოგა ხაინდრავა მაშინ საპარლამენტო არჩევნების წინ "კანონიერ ქურდებთან" გარიგებაში დაადანაშაულეს, თუმცა თავად ხაინრავამ აღნიშნა, რომ საფრანგეთში ის მისი ბავშოვბობის მეგობრის, რევაზ ლორთქიფანიძის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

 

loading...