კახა კალაძემ ფარაული ჩანაწრები მოულოდნელად გაასაჯაროვა

image
  • 1 322
თბილისის მერი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს ხუმრობით პასუხობს.

მან ჟურნალისტებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, სადაც ის მერიის თანამშრომელს ტელეფონით უკავშირდება, ეცნობა, როგორც სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი და ეკითხება, თუ ვის აძლევს ხმას. დასაქმებული მას ეუბნება, რომ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის შემოხაზვას გეგმავს.


„მეც მაქვს ჩანაწერი, რომელიც მოვიპოვე და ვფიქრობ, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება, მე თქვენ მოგასმენინებთ ამ აუდიოჩანაწერს რადგან არ მაქვს ტექნიკური შესაძლებლობა, დიდი ეკრანი დავდგა:
loading...
– გიორგი ხართ ხომ? სატრანსპორტო კომპანიიდან გაწუხებთ გიორგი და თქვენ 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ხომ იყავით მოსულები?


– რა თქმა უნდა ვიყავი.


– ოჯახით ხომ ყველანი?


– დიახ, დიახ, ნათესავებიც წამოვიყვანე.


– წელსაც ხომ აპირებთ მოსვლას?


– რა თქმა უნდა, მთელი ოჯახი მოვდივართ,ნათესავებიც მომყავს.


– ძალიან კარგი, ხმას ვის აძლევთ, გაქვთ მითითება მიღებული ხომ?


– რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც დაგვაკარგინა ქვეყნის 20%.


– ძალიან კარგი.


– მითითება მიღებულია“, – აღნიშნულია აუდიოჩანაწერში.


კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციაზე, თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს, კომენტარი ხუმრობით გააკეთა.


„ნაციონალურ მოძრაობას“ დავალება გაუციათ სატრანსპორტო კომპანიაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მისცენ ხმა, როგორც 2017 წელს. არ ვიცი, ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დღევანდელი ოპოზიციის მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და აზიანებს საარჩევნო გარემოს“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

 

loading...