სად გაიმართება ბერას ქორწილი და ვინ არის მიწვეული: "თამადა მე არ ვიქნები"

image
  • 1 665
ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და ან­სამ­ბლ "ერ­სი­ო­ნის" ხელ­მძღვა­ნელ ჯე­მალ ჭკუ­ა­სელს უკვე ათწლე­უ­ლე­ბია დიდი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ... ისიც ფაქ­ტია, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი "ერი­სი­ო­ნის" კონ­ცერ­ტებს თით­ქმის ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბა. ბა­ტონ­მა ჯე­მალ­მა ამ ცოტა ხნის წინ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რა­ო­დენ მოს­წონს ბა­ტონ ბი­ძი­ნას მათი შე­მოქ­მე­დე­ბა.

"ძა­ლი­ან მოს­წონს ჩვე­ნი ან­სამ­ბლი! გე­ნი­ო­სი კა­ცია, სას­წა­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა! თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის გა­და­დე­ბუ­ლი და მოყ­ვა­რუ­ლი! მახ­სოვს, მი­თხრა: პა­რიზ­ში თქვე­ნი 24 კონ­ცერ­ტი­დან 22-ს და­ვეს­წა­რიო... ძა­ლი­ან უყ­ვარს და კარ­გად ერ­კვე­ვა ქარ­თულ ფოლკ­ლორ­ში. ჩვე­ნი ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი დად­გმა ისე გა­არ­ჩია, ვუ­თხა­რი, - ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ასე მგო­ნია, თქვე­ნი დად­გმუ­ლია, იმ­დე­ნად კარ­გად გა­ი­გეთ-მეთ­ქი... სუფ­რას­თა­ნაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა მას­თან ერ­თად ყოფ­ნა, ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია. თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ოჯა­ხი აქვს. გვიმ­რავ­ლოს ღმერ­თმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ხალ­ხი! ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვა­ჟის - ბე­რას გა­ბედ­ნი­ე­რე­ბით ძა­ლი­ან ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია, აქებ­და გა­და­სა­რე­ვი ოჯა­ხიშ­ვი­ლი­აო..."
loading...

შე­გახ­სე­ნებთ, ბე­რას რჩე­უ­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლი მო­დე­ლი ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძეა, წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია რამ­დე­ნი­მე თვეს ით­ვლის. რო­გორც გა­ირ­კვა, ნა­ნუ­კა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გობ­რის ქა­ლიშ­ვი­ლია. ბატონმა ჯემალმა გაგვანდო, რომ ბერა ივანიშვილის ქორწილში ანსამბლი "ერისიონი" სრული შემადგენლობით არის მიწვეული...  მისივე თქმით, ქორწილი 11 ნოემბერს, საქართველოში, კოჯორში, კერძოდ, "ბიოლიში", ვიწრო წრეში გაიმართება. თუ რომელი ხელოვანებია კიდევ მიწვეული, ამის შესახებ ჯემალ ჭკუასელი ინფორმაციას არ ფლობს, მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ "სუხიშვილები" არ დაუპატიჟიათ... ამის შესახებ ნინო სუხიშვილსაც ვკითხეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ქორწილის თაობაზე არაფერი იცის. განაგრძეთ კითხვა

 

loading...