სკანდალი - „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაშლის პირასაა - აბუნტებული მონაწილეები, გაქცეული ქორეოგრაფები და შოუს ორგანიზატორები

image
  • 1 422
„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ სკანდალები გრძელდება. სკანდალების ძირითადი მიზეზი არაორგანიზებულობა და არაპროფესიონალიზმია. პროექტი დატოვეს ქორეოგრაფმა: „ტყუპებმა“ - თორნიკე და გიორგი ჯიბლაძეებმა, უკრაინელმა ქორეოგრაფმა ელენა მუხ-მა. და ამიტომ მეწყვილის გარეშე დარჩა კონკურსანტი გიორგი ორბელაძე, რადგან სწორედ ელენა უწევდა პარტნიორობას გიორგის. ჩვენი ინფორმაციით პროექტი დატოვა „იმედის“  სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ცერიაშვილმაც, რომელიც პროექტის საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა.

წინა კვირას პროექტი პროტესტის ნიშნად დატოვა ლალი მაროშკინამ. გუშინ „იმედის“ ხელმძღვანელობას წერილი მიუძღვნა ირაკლი კაკაბაძემაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 „დღეს საკმაოდ ემოციური არასამუშაო დღე იყო ცეკვავენ ვარსკვლავების შოუს მონაწილეებისათვის. მე მქონდა საუბარი როგორც ქალბატონ ლანა ბერულავასთან, ასევე ჩემს მეგობარ ნოე სულაბერიძესთან, ასევე ლაშა ცერიაშვილთან, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობდა და პროექტის პრაქტიკულად ყველა მონაწილესთან (ნინო ჩხეიძის და გიორგი ორბელაძის გარდა ყველანი ვიყავით დიმიტრი დიკუსარის დაბადების დღეზე, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა).

ჩვენ ამ საერთო შეკრებაზე გადავწყვიტეთ, რომ ლაშას, ეკას, და ჩვენი უკრაინელი კოლეგების გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პროექტში მონაწილეობის გაგრძელებას. ქალბატონ ლანას გვინდა ვუთხრათ რომ ძირითადი პატიოსანი ადამიანური ურთიერთობის პრინციპი ის არის, რომ ნებისმიერ სასიყვარულო თუ სახელოვნებო პროექტს ვინც იწყებს, ის ამთავრებს. შუა გზაზე ცხენებს არ ცვლიანო. სრულიად მიუღებელია ამ შემადგენლობიდან ნებისმიერი ადამიანის სრულიად გაუგებარი მიზეზებით გაშვება.
loading...
და მეორე, ჩვენ გვინდა დიალოგი იმედის არხის ხელმძღვანელობასთან - არ ვართ ამის წინააღმდეგი. მაგრამ არა საშუალო დონის მენეჯმენტთან - არამედ პირდაპირ ბატონ ირაკლი რუხაძესთან ან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებთან. იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ ლაშა ცერიაშვილის ხელმძღვანელობით ეს პროექტი არაჩვეულებრივი მენეჯმენტით მიდიოდა. და ეს პროექტი მიდიოდა შემოქმედებითი პრინციპით, სადაც მონაწილეებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ერთმანეთი უყვარდათ და უყვართ ახლა კიდევ უფრო მეტად. მათი კონკურენციით და ურთიერთ-ქიშპით დაყოფა არ გამოვა. არსებობს ადამიანური სოლიდარობა - და ჩვენ ვართ ლაშა ცერიაშვილის, ძიმა ძიკუსარის გუნდის სრულიად სოლიდარულები. ისინი თუ პროექტში არ იქნებიან - მაშინ ჩვენს მონაწილეობასაც აზრი ეკარგება - რადგან ეს არის გუნდური პროექტი - სადაც ადამიანებისათვის მთავარი ღირებულება არის შემოქმედება, პატივისცემა და სოლიდარობა.

ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენს ქორეოგრაფებთან და პროექტის მენეჯმენტთან და თანამშრომლებთან ურთიერთობას, ვერც ერთი პრემიის გულისათვის. ჩვენთვის ადამიანური ურთიერთობა და სოლიდარობა ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი კარიერა თუ პრემია.

რად გვინდა ისეთი პრემია თუ კარიერა თუ სხვა ადამიანების შრომის პატივისცემა არ ვისწავლეთ.“

ჩვენი ინფორმაციით ამ ეტაპზე პროეტქტში რეპეტიციები არ მიმდინარეობას. მზადება მორიგი ლაივკონცერტისთვის არ ხდება. როგორც აბობენ, პროექტის მესვეურები ორშაბათის არშემდგარ ლაივს არჩევნებს დააბრალებენ. შემდეგ ორშაბათს კი ან ახალ ქორეოგრაფებს აიყვანენ, რომ პროექტი არ ჩაუვარდეთ ან აუცილებლად მოუწევთ კომენტარების გაკეთება.

loading...