ილია მეორე სასკოლო პროგრამაში გოგებაშვილის "დედა ენის" შეტანას ითხოვს

image
  • 565
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წევრებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

მისმა უწმინდესობამ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და გაიზიარა მათი პოზიცია სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ შეტანის აუცილებლობის შესახებ.
loading...

გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების მომხრეა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც.

„აუცილებელია, რომ ჩავატაროთ განათლების რეფორმა, მივხედოთ ახალგაზრდებს და ამ ქვეყნის მომავალ კულტურას და განათლებას. პირველ რიგში, გოგებაშვილის დედაენა უნდა დავაბრუნოთ სკოლებში. ამით უნდა დავიწყოთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ყველანაირი კულტურის საწყისი“ – აღნიშნა ილია მეორემ.

 

loading...