ვის ესტუმრა ანი გიუნტერი ამწის საშუალებით მეხუთე სართულზე - (ვიდეო)

image
  • 3 415
ანი გიუნტერის ფანტაზიას რომ საზღვარი არ აქვს, ამაში უკვე არაერთგზის დაარწმუნა „რუსთავი 2“ -ის მაყურებელი. გადაცემისთვის ანი ექსტრემალურ ნაბიჯებსაც არ ერიდება. გახსოვთ ალბათ პირდაპირ ეთერში ცხენიდან როგორ გადმოვარდა და მერე დიდ ხანს წოლით რეჟიმს დასჯერდა. ამჯერად საბედნიეროდ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ანი ამწეს საშუალებით მომღერალ, ლაშა ღლონტს ფანჯრიდან ესტუმრა და „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემისთვის აივანზე გიტარით ამღერა.
loading...
„გადარეულია ეს ანი გიუნტერი. დამაცხრა თავზე მთელი ორკესტრით... კოსმონავტი ხარ გოგო, თუ ალპინისტი. გადავირიე, როგორ გარისკა ამ სიმაღლეზე, ბრავო!!!“ - წერს ლაშა ღლონტი მოგვიანებით სოციალურ ქსელში და გადაცემის ამონარიდს აზიარებს. ნახეთ ვიდეო.

 

loading...