"როცა მოწყენილი ვარ"... - რა დაწერა გორში მოკლულმა 9 წლის გოგონამ

image
  • 2 634
"ალიას” ჟურნალისტს "ფეისბუქის” პირად გვერდზე მიაწოდეს ფოტოს სახით თხზულება - რომელიც, როგორც ფოტოს მომწოდებელი ამბობს, გორში ნაპოვნი  9 წლის გოგონას დაწერილია. მისივე ინფორმაციით, მოზარდმა თხზულება გარდაცვლილ ბიძას მიუძღვნა.

"მე მოწყენილი ვარ, როდესაც ცემი ბიძა მახსენდება. მე მწყინს, რომ ის ცემთან არ არის. ამ დროს ფიქრი იქით მიმდის, რომ ის ძალიან კეთილი იყო. ღმერთმა თავისთან წაიყვანა და ის იქ კარგად იქნება, ამის შემდეგ კარგ ხასიათზე ვდგები" - დაწერა გოგონამ.
loading...
შეგახსენებთ, რომ გუშინ გორში შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. გარდაცვლილი იპოვეს. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და ფაქტზე მუშაობა სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

 

loading...