"ჩხრეკისას სხვა ბავშვების ფოტოები ამოუღეს..." - რას ამბობენ 9 წლის გოგონას მეზობლები

image
  • 5 831
გორში, მუსხელიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები "პრაიმტაიმთან" აცხადებენ, რომ 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ჩხრეკისას არასრულწოვნების ფოტოები აღმოუჩინეს.

მუსხელიშვილი იმ ქუჩის პარალელურია, სადაც გარდაცვლილი გოგონას ოჯახი ცხოვრობს. მეზობლების თქმით, აქამდე ბრალდებულისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მას ხშირი კონტაქტი ჰქონდა მეზობელ ბავშვებთან.
loading...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს!

 

loading...