„თუ ბოდიშს არ მოიხდის, არც გადაცემა გავა ეთერში და არც ფულს მიიღებს" - ია ფარულავა

image
  • 2 234
ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს ბრალდებასთან დაკავშირებით გადაცება „ფარული კონვერტის” ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელეს:

,,ფარული კონვერტი ია ფარულავასთან ერთად“ გადაცემის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა:

გადაცემის „ფარული კონვერტი ია ფარულავასთან ერთად“ ერთ-ერთი სტუმარი იყო ქუჩის ბიჭი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო. მომღერალმა ნამდვილად მოიგო 5900 ლარი, რომელიც გადაცემის გასვლიდან ორ კვირაში ჩაერიცხებოდა (კონტრაქტის მიხედვით ასეა). გადაცემა, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩაიწერა, მაგრამ იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვა, „ფარული კონვერტის“ ნაცვლად ორშაბათ საღამოს გადიოდა პოლიტიკური თოქ-შოუ „არჩევანი“, გადაცემა ამ ეტაპამდე ეთერში არ გასულა. ამის შესახებ თავად ირაკლი ინფორმირებული იყო. ის რუსთავი 2-ის ეთერში მაინც გავიდოდა მიუხედავად იმისა, რომ პიკასომ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის ღია მხარდამჭერი გახდა.

მას შემდეგ, რაც ის სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული მომღერალი გახდა, ჩვენი ვარაუდით, მან გადაწყვიტა რომ მეტი ქულები დაეწერა თავისი რჩეული პოლიტიკური გუნდისთვის და სტატუსად დაწერა სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, რომ თითქოს მას გადაცემის პროდიუსერი ეკა დაუკავშირდა და უთხრა, რომ მოგებული თანხასალომე ზურაბიშვილმა გადაუხადოს და ის ნიკა გვარამიამ დაბლოკა.
loading...
მიუხედავად მისი პოლიტიკური ორიენტაციისა, გადაცემა მისი მონაწილეობით სატელევიზიო ბადეში იჯდა დაუახლოეს ორშაბათს აუცილებლად გავიდოდა. აგრეთვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე გადაცემის წინ გადაცემა „ფარული კონვერტის” სტუმარი იყო მსახიობი გიორგი გურგულია, რომელიც, ასევე, მონაწილეობს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში.
გადაცემა „ფარული კონვერტის” გუნდი არასდროს არჩევს სტუმარს მისი პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით'',-აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას გადაცემის წამყვანი ია ფარულავა გამოეხმაურაა:

„ძალიან არასასიამოვნო ფაქტია თუ ცილისწამებისთვის ბოდიშს არ მოიხდის საჯაროდ - არც გადაცემა გავა ეთერში და არც ფულს არ მიიღებს ….ბასტა!”- წერს ია ფარულავა.

 

loading...