თოშა ქებურია საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა - ქართველი მილიონერის გრანდიოზული ქორწილი

image
  • 9 924
სანამ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საარჩევნო ციებ-ცხელებაშია ჩართული, მილიონერმა ბუბა ქებურიამ გადაწყვიტა და საკუთარ ვაჟს, თოშა ქებურიას კაჭრეთში გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა. ბუბა ქებურიას ვაჟმა ულამაზეს ქეთი ჟღენტზე ერთი წლის წინ იქორწინა და წყვილს ერთი თვის ქალიშვილი კატერინაც ჰყავთ, მაგრამ ქორწილის გადახდა აქამდე ვერ შეძლეს.

ქეთის და თოშას ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის ამერიკიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან.

პატარძალს ქორწილში ულამაზესი კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა "ელ სააბის" მოდის სახლმა. ქეთი პრესტიჟულ მოდის სახლს ერთი წლის წინ ეწვია, მაგრამ რატომღაც კაბის შეკერვა აქამდე ვერ დასრულდა.

რაც შეეხება სიძეს, ის კლასიკურად შემოსილი იყო საკუთარ ქორწილში. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, საიდანაც ვერტმფრენით კაჭრეთში ჩაფრინდნენ.

თოშა ქებურიას მამის კუთვნილი სასტუმროს ეზო ულამაზესად იყო მოწყობილი, მწვანე მდელოზე ყვავილებით იყო გაფორმებული. პატარძალი სიძესთან მამამ მიიყვანა.

ქორწილს ორი წამყვანი ჰყავდა, ერთ-ერთი გახლდათ მომღერალი ზურა მანჯავიძე, რომელიც საქორწინო ცერემონიალს ქართულ-რუსულად უძღვებოდა.

მას შემდეგ რაც წყვილი კაჭრეთში ვერტმფრენით დაეშვა და ხელი მოაწერეს, ცაში აფრინდნენ თეთრი მტრედები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიძინეს.

წყვილმა ტრადიციებს ცეკვის დროს უღალატა და ქართულის ნაცვლად თანამედროვე ნომერი დადგეს. მათ ჯეიმს ბრაუნის სიმღერაზე იცეკვეს.

ტრადიციული სადღეგრძელოების კვალდაკვალ, საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ "შვიდკაცა", სალომე კორკოტაშვილი და სპეციალურად ქორწილისთვის რუსეთიდან მოწვეული თეონა კონტრიძე. თოშა ქებურიას საკუთარ ქორწილში ქეთა თოფურიას მოწვევაც უნდოდა, მაგრამ მან მეგობრის, ქრისტინე იმედაძის ყოფილი შეყვარებულის ქორწილში სიმღერაზე უარი თქვა.

ქორწილის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, წყვილმა სტუმრებთან ერთად ეზოში გადაინაცვლა, სადაც უზარმაზარი საქორწინო ტორტი გაჭრეს. მათი საქორწინო ტორტი ჰგავდა, ქრისტინეს და ხუანის ტორტს, თუმცა უფრო გრანდიოზული მოცულობის გახლდათ.

საქორწინო ცერემონიალის მეორე ნაწილში ქეთიმ და თოშამ გამოიცვალეს, სიძე სტუმრებთან კლასიკური სამოსით და კედებით დაბრუნდა, ხოლო პატარძალს ოქროსფერი კაბა ეცვა. ისინი სცენაზე ავიდნენ და დაქორწინება, რუსეთიდან მოწვეულმა რეპერმა ტიმატიმ მიულოცათ. რის შემდეგაც ლეზგინკა იცეკვეს და საღამო სწორედ ტიმატის კონცერტით გაგრძელდა.
loading...












 

 

loading...